სს „საქართველოს ბანკის“ ფულისა და ფასეულობათა დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას უფროსი ბექ-ოფისის მოლარის თანამდებობაზე რუსთავში.


სამუშაო გრაფიკი - დღის და საღამოს ცვლა.                           

 

ძირითადი მოვალეობები:


  • დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული სალაროების სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად, ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობების მიღება/აღრიცხვა/გადათვლა/ფორმირება/ შენახვა/გაცემასთან დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობა;

  • ფულისა და ფასეულობათა საცავზე მატერიალურად პასუხისმგებლობა;

  • დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის სამუშაოს გადანაწილება და სამუშაოს შესრულების კონტროლი;

  • დალუქული ფასეულობის მიღება, აღრიცხვა, შენახვა, გაცემა;

  • დალუქული ჩანთების გახსნა, ნაღდი ფულის გადათვლა და ფორმირება

  • ნაღდი ფულის მომზადება საინკასაციოდ- ნაღდი ფულის განთავსება კონტეინერებში, დალუქვა და გადაცემა ინკასაციაზე პასუხისმგებელ პირზე

  • ოპერაციების ასახვა საბანკო პროგრამაში, სათანადო დოკუმენტაციის ბეჭდვა, ხელმოწერებით უზრუნველყოფა და შენახვა

  • სალაროს ოპერაციების მხარდაჭერის პროცესში წარმოქმნილი პრობლემების გამოვლენა, გამოვლენილ პრობლემებზე ადექვატური რეაგირება;

  • პერიოდული ანგარიშგების წარმოება ხელმძღვანელის წინაშე შესასრულებელი ამოცანების შესახებ.


სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


განათლება: უმაღლესი - სასურველია ეკონომიკა, ფინანსები, ტექნიკური სპეციალობები;


სამუშაო გამოცდილება: 


  • სავალდებულოა ნაღდ ფულთან - როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაზე მუშაობის, მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება. 

  • სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;


აუცილებელი ცოდნა და უნარები:

 

  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (Excel, Word, Outlook, Internet);

  • ენების ცოდნა: ქართული – თავისუფლად; სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;

  • ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა, შრომისმოყვარეობა, გუნდური მუშაობის უნარი;

  • დროის მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;

  • ეფექტური კომუნიკაციური უნარები;

  • პუნქტუალურობა, გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ;

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;

  • სტრესული სიტუაციების მართვის უნარი;

  • ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;

  • ორგანიზებულობა, თანამშრომელთა ზედამხედველობის და სამუშაო პროცესის გაკონტროლების უნარი;



დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 15 აგვისტო, 2023.

გამოაგზავნეთ განაცხადი

ჩემთვის ცნობილია და ვაცნობიერებ, რომ წინამდებარე ვაკანსიით შემოთავაზებული სამუშაო წარმოადგენს ღამის სამუშაოს საქართველოს შრომის კანონმდებლობის მიხედვით და თანახმა ვარ, დავსაქმდე აღნიშნულ პოზიციაზე. ამასთან, ვადასტურებ, რომ ჩემ მიერ წინამდებარე ვაკანსიაზე აპლიკაციის გაგზავნის მომენტისთვის, ჩემზე არ ვრცელდება საქართველოს შრომის კანონმდებლობით ღამის სამუშაოზე დასაქმებისთვის დადგენილი აკრძალვები, კერძოდ, არ ვარ: არასრულწლოვანი პირი; ან ორსული, ახალნამშობიარები, ან მეძუძური ქალი.