აუდიტორი (საკრედიტო პროცესების მიმართულება)

ქ.თბილისი, საქართველო სრული განაკვეთი

გამოაგზავნეთ განაცხადი

სს „საქართველოს ბანკის“ შიდა აუდიტის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას აუდიტორის პოზიციაზე საკრედიტო პროცესების აუდიტის სამსახურში.


ძირითადი მოვალეობები:

  • საკრედიტო პროცესების აუდიტის წლიური გეგმის შემუშავების პროცესში მონაწილეობა;
  • სერვის ცენტრების საკრედიტო პროცესების აუდიტში მონაწილეობა და დასკვნის მომზადება;
  • ბანკის საკრედიტო პროცესებთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება;
  • ბანკის საკრედიტო პროცესებთან დაკავშირებული რისკების სამართავად დანერგილი კონტროლის სისტემის შეფასება და მათი გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
  • ბანკის საკრედიტო პროცესების შესაბამისობის დადგენა ბანკის შიდა პროცედურებსა და ქვეყნის კანონმდებლობასთან.


სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


განათლება: ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;

სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მიკრო, მცირე ან საშუალო ბიზნესისდაკრედიტების მიმართულებით.


სავალდებულო ცოდნა და უნარები:

  • საკრედიტო პროდუქტების და მათთან დაკავშირებული პროცესების ცოდნა;
  • MS Office-ის პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის კარგად ცოდნა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გარე ნორმატიულ აქტებთან და შიდა პროცედურებთან მუშაობის უნარი;
  • ობიექტურობა;
  • წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.


დამატებითი ინფორმაცია: ძირითადი სამუშაო ადგილი თბილისი, სამუშაო დროის 60% ეთმობა მივლინებებს საქართველოს რეგიონებში.


სააპლიკაციო პროცედურა:კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ან საქართველოს ბანკის სააპლიკაციო ფორმა, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: recruit@bog.ge

გამოაგზავნეთ განაცხადი