კონსულტანტი

თბილისი, საქართველო Part Time

Apply for position now

სს ,,საქართველოს ბანკის“ ექსპრეს საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის თანამდებობაზე.


ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, შედეგსა და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს, ვისაც სურს შეიქმნას კარიერა საქართველოს ბანკში.

თუ გსურთ შეიძინოთ მნიშვნელოვანი გამოცდილება, დახვეწოთ და განავითაროთ კომუნიკაციის უნარ– ჩვევები, მიიღოთ საბანკო პროდუქტების და მომხმარებლის მომსახურების სიღრმისეული ცოდნა, და შედეგად შეიქმნათ გრძელვადიანი კარიერა წამყვან ფინანსურ ინსტიტუტში, კონსულტანტის პოზიცია საუკეთესო შესაძლებლობაა თქვენთვის. წარმატებულ თანამშრომლებს საშუალება მიეცემათ 6 თვის შემდეგ კარიერა გააგრძელონ ბანკში არსებულ სხვადასხვა პოზიციებზე.


ამასთან, ეს პოზიცია შესაძლებლობას გაძლევთ სპეციალურად თქვენზე მორგებული, დღეში 4 საათიანი სამუშაო გრაფიკის პირობებში, გამოიმუშაოთ დამატებითი ყოველთვიური შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება შესრულებული სამუშაოს პროპორციულად.


ძირითადი მოვალეობები:

  • სერვისცენტრში შემოსულ მომხმარებელთან პირველადი გასაუბრება, მათი საჭიროებების დადგენა;
  • მომხმარებლის საჭიროებებიდან გამომდინარე შესაბამისი რჩევის მიცემა, თვითმომსახურების ტერმინალების დახმარებით სერვისის გაწევა ან შესაბამის თანამშრომელთან გადამისამართება;
  • მომხმარებლებისთვის სხვადასხვა საბანკო პროდუქტების შეთავაზება;
  • სერვის ცენტრში არსებული რიგების მართვა.


სამუშაოს ადგილმდებარეობა: ექსპრეს სერვის ცენტრი ან მეტროს სადგურებში მდებარე ექსპრეს სერვის ცენტრი.


სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


განათლება: უმაღლესი, დასაშვებია სტუდენტი.


ენების ცოდნა – ქართული სრულყოფილად, სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცონდა.

Apply for position now