საცალო ბიზნესის ბანკირი - თბილისი

თბილისი, საქართველო სრული განაკვეთი

გამოაგზავნეთ განაცხადი

სს „საქართველოს ბანკის“ საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას საცალო ბიზნესის ბანკირის თანამდებობაზე თბილისში.

 

 

ძირითადი მოვალეობები:

 

  • მომხმარებლებთან ადგილზე ვიზიტის დაგეგმვა და განხორციელება;
  • მომხმარებლებისათვის ბანკის მომსახურების სარგებლიანობის და საბანკო პროდუქტების პრეზენტაცია;
  • მომხმარებლის მოთხოვნის იდენტიფიცირება, შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება და ამ პროდუქტის უპირატესობის ახსნა;
  • მომხმარებლის ბიზნეს საქმიანობის, ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი;
  • საკრედიტო განაცხადის მომზადება და კომიტეტზე წარდგენა.

 

 

სავალდებულო მოთხოვნები:

  

განათლება: უმაღლესი, სასურველია ეკონომიკა / ფინანსები / ბიზნესის ადმინისტრირება / მათემატიკა

 

 

სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების მიმართულებით ბანკში.

 

 

ანაზღაურება: ფიქსირებულს დამატებული ყოველთვიური ბონუსი.

 

 

სავალდებულო ცოდნა, უნარები:

 

  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ენები: ქართული თავისუფლად, სასურველია რუსული ენის ცოდნა;
  • კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები – აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი წერით და ზეპირად;
  • ორგანიზებულობა, ენერგიულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დაგეგმვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება. 



დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 23/07/2018.

გამოაგზავნეთ განაცხადი