Express მოლარე-ოპერატორი (24 საათიანი სერვის ცენტრი) - თბილისი, ბათუმი

თბილისი, ბათუმი, საქართველო სრული განაკვეთი

გამოაგზავნეთ განაცხადი

საქართველოს ბანკი გეძებს შენ!

 

ყველაზე მსხვილი და წარმატებული კომპანია საქართველოში გთავაზობს ვაკანსიას

 

ექსპრეს მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე,

(24 საათიანი სერვისცენტრი)

 

  • თუ ეხლა იწყებ კარიერას
  • გაინტესებს საბანკო სფერო
  • ცდილობ პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას
  • გსურს უცხოელებთან ურთიერთობა და უცხო ენებზე კომუნიკაცია
  • და არასტანდარტული სამუშაო გრაფიკი შენთვის უფრო მოსახერხებელია,


მაშინ არ გაუშვა ხელიდან ეს შესაძლებლობა!


ფუნქციები:


  • მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად სხვადასხვა ოპერაციების წარმოება:     ვალუტის გაცვლითი ოპერაციები, ნაღდი ფულის შეტანა, გამოტანა, გადარიცხვა, ფულადი გზავნილების გაგზავნა/მიღება; 
  • მომხმარებლებზე მორგებული საბანკო პროდუქტების შეთავაზება და გაყიდვების პროცესის უზრუნველყოფა;
  • მომხმარებელთა გადამისამართება მათივე მოთხოვნების შესაბამისად;



აჭირო ცოდნა და უნარები: 


  • სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების B2 დონეზე ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • კეთილგანწყობა, თავაზიანობა, სისწრაფე და დეტალებზე ორიენტირებულობა.



განათლება:


უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;


სამუშაო გამოცდილება:


სასურველია მომსახურების და / ან გაყიდვების სფეროში მუშაობის მინ. 6-თვიანი გამოცდილება;


სამუშაო გრაფიკი:


8-საათიანი სამუშაო გრაფიკი (დღის, საღამოს და ღამის ცვლა).


ბენეფიტები:


ტრენინგების დაწყებისთანავე ფორმდება ძირითადი ხელშეკრულება, ანაზღაურება ხელფასის სახით 600 ლარი.


ტრენინგების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ანაზღაურებას ემატება დანამატი 125 ლარი, ერთვებით სამოტივაციო სისტემაში, რომლის ფარგლებში შესაძლებლობა გაქვთ გამოიმუშავოთ პრემია.


  • არასტანდარტული სამუშაო გრაფიკი, გაძლევს საშუალებას ეფექტურად გადაანაწილო დროითი რესურსი;
  • აღნიშნული პოზიცია შესაძლებლობას მოგცემს, გაიზიარო აქამდე უცნობი გამოცდილება, მათ შორის, უცხოენოვან მომხმარებლებთან ურთიერთობის, მომსახურების სტანდარტებისა და საბანკო პროდუქტების შესწავლის, კომუნიკაციური უნარ-ჩვევების გაღრმავების მიმართულებით;



დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 19/07/2018.



გამოაგზავნეთ განაცხადი