საკრედიტო დავალიანებების მართვის უმცროსი ოფიცერი

თბილისი, საქართველო სრული განაკვეთი

გამოაგზავნეთ განაცხადი

სს. საქართველოს ბანკის საცალო საბანკო საქმიანობის ანალიზისა და პორტფელის მართვის დეპარტამენტი აცხადებს საკრედიტო დავალიანებების მართვის უმცროსი ოფიცრის ვაკანსიას.


ძირითადი მოვალეობები:

 

  • ვადაგადაცილებული საკრედიტო ვალდებულების მართვა;
  • ვადაგადაცილებული ვალდებულების მქონე მომხმარებლებთან მოლაპარაკების წარმოება, ვალდებულების დაფარვის უზრუნველყოფა;
  • პრობლემის დროული იდენტიფიკაცია და მისი გადაჭრის გზების დასახვა.

 


სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • განათლება: უმაღლესი - სასურველია ეკონომიკური ან იურიდიული მიმართულებით;
  • სამუშაო გამოცდილება: სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება.

 


სავალდებულო ცოდნა და უნარები:

 

  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ეფექტური კომუნიკაციური უნარები: აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა, პრინციპულობა;
  • კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
  • სტრესულ, დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • კონფლიქტური სიტუაციის ეფექტურად გადაჭრის უნარი;
  • ყურადღება დეტალების მიმართ, კარგი მეხსიერება;
  • ენერგიულობა, ემოციური წონასწორობა, ლოგიკური აზროვნება, ორგანიზებულობა, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა, გუნდური მუშაობის უნარი.

 


ანაზღაურება: ყოველთვიური ბონუსი, რომელიც განისაზღვრება შესრულებული სამუშაოს პროპორციულად.



დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 16/07/2018.


გამოაგზავნეთ განაცხადი