საკრედიტო დავალიანებების მართვის უმცროსი ოპერატორი

თბილისი, საქართველო სრული განაკვეთი

გამოაგზავნეთ განაცხადი

სს „საქართველოს ბანკის“ საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო დავალიანებების მართვის უმცროსი ოპერატორი თანამდებობაზე თბილისში.


ძირითადი მოვალეობები:


• ვადაგადაცილებული საკრედიტო ვალდებულების მართვა; 

• ვადაგადაცილებული ვალდებულების მქონე მომხმარებლებთან სატელეფონო მოლაპარაკების წარმოება, ვალდებულების დაფარვის უზრუნველყოფა;

• პრობლემის დროული იდენტიფიკაცია და მისი გადაჭრის გზების დასახვა.


სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


• განათლება: უმაღლესი - სასურველია ეკონომიკური ან იურიდიული მიმართულებით;

• სამუშაო გამოცდილება: სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება.

 


სავალდებულო ცოდნა და უნარები:


• კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

• ეფექტური კომუნიკაციური უნარები: აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა;

• შედეგზე ორიენტირებულობა, პრინციპულობა;

• კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;

• სტრესულ, დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი;

• კონფლიქტური სიტუაციის ეფექტურად გადაჭრის უნარი;

• ყურადღება დეტალების მიმართ, კარგი მეხსიერება;

• ენერგიულობა, ემოციური წონასწორობა, ლოგიკური აზროვნება, ორგანიზებულობა, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა, გუნდური მუშაობის უნარი.

 


ანაზღაურება: ყოველთვიური ბონუსი, რომელიც განისაზღვრება შესრულებული სამუშაოს პროპორციულად.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 29/09/2018.

გამოაგზავნეთ განაცხადი