ექსპრესის სერვის ცენტრის მენეჯერი - მესტია

მესტია, საქართველო სრული განაკვეთი

გამოაგზავნეთ განაცხადი

საქართველოს ბანკის ექსპრეს საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს სერვის ცენტრის მენეჯერის ვაკანსიას მესტიაში.

 

პოზიციის მიზანია: ექსპრეს სერვის ცენტრში ოპერაციების და გაყიდვების პერმანენტული ზრდის ხელშეწყობა მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის გზით. 

 

ძირითადი მოვალეობები:

 

  • დაქვემდებარებული პერსონალის საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი; 
  • სერვის ცენტრისთვის დადგენილი გეგმების შესრულების კონტროლი, გაყიდვების გაზრდის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგი; 
  • მომსახურების დადგენილი წესებისა და სტანდარტების დაცვის კონტროლი; 
  • მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად მომსახურების გაწევა, სალაროს პროცუდურების უზრუნველყოფა, საოპერაციო და საკრედიტო პროდუქტების გაყიდვა; 
  • კლიენტების სწორი გადამისამართება მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით. 

 

განათლება: უმაღლესი - ეკონომიკა/საბანკო სფერო/ და სხვა ტექნიკური მიმართულებები.

 

სამუშაო გამოცდილება: ბანკში საოპერაციო მიმართულებით მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება. 

 

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

 

  • მენეჯერული უნარები – დაგეგმვის (მიზნების განსაზღვრის და შესრულების კოორდინაცია), გადაწყვეტილების მიღების, პერსონალის შეფასების, განვითარების და ორგანიზაციული მხარდაჭერის უნარი;
  • გუნდის შეკვრის და მართვის კარგად განვითარებული უნარები;
  • მოლაპარაკებების წარმოების, საქმიანი და კონფიდენციალური სამუშაო გარემოს შექმნის უნარი;
  • შესრულების სისწრაფე, ყურადღება დეტალების მიმართ, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება, ორგანიზებულობა, კარგი მეხსიერება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

 

ენების ცოდნა: ქართული – თავისუფლად; სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 16/07/2018.

გამოაგზავნეთ განაცხადი