გაყიდვების კონსულტანტი - რეგიონები

ფოთი, გორი, ხაშური, ბათუმი., საქართველო სრული განაკვეთი

გამოაგზავნეთ განაცხადი

სს „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის თანამდებობაზე შემდეგ რეგიონებში: 

 

ფოთი, გორი, ხაშური, ბათუმი. 

 

გაყიდვების კონსულტანტი სერვის ცენტრის მომხმარებლებს უწევს კონსულტაციას დისტანციური არხების (ინტერნეტტერმინალი, Express Pay-ს აპარატი და ბანკომატი) შესახებ დაეხმარება მათი გამოყენებისას. 

 

 


ანაზღაურება: ფიქსირებული 300 ლარი, დამატებით ყოველთვიური ბონუსი, რომელიც განისაზღვრება გაყიდვების შედეგების შესაბამისად.

 

 


ძირითადი მოვალეობები:

 

  • სერვის ცენტრში შემოსულ მომხმარებლებთან პირველადი გასაუბრება პროდუქტების შეთავაზება და კონსულტაციის გაწევა, საჭიროების შემთხვევაში გადამისამართება;
  • დისტანციურ საბანკო პროდუქტებსა და მომსახურებასთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევა;
  • რიგების მართვა; რიგში მდგარი მომხმარებლებისთვის დისტანციური სერვისების (ინტერნეტბანკი, Express Pay-ს აპარატი ან ბანკომატი) შეთავაზება;

 

 

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

 

განათლება: სტუდენტი ან ახალკურსდამთავრებული;

 

სამუშაო გამოცდილება: სასურველია, მაგრამ არასავალდებულო, მომსახურების და/ან გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

 

 

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

 

  • ენების ცოდნა: ქართული სრულყოფილად, სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • მომსახურების და გაყიდვების უნარები;
  • კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები - აზრის ცხადად და გამართულად გამოხატვის უნარი;
  • გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ, შესრულების სისწრაფე, მათემატიკური უნარები, კარგი მეხსიერება, ორგანიზებულობა, პრეზენტაბელობა.

 

 

 

შერჩევის საკონკურსო პროცედურა:

 

1. პირველადი გადარჩევა: რეზიუმეში და/ან ბანკის სააპლიკაციო ფორმაში ფიქსირებული მონაცემები; 

2. მეორე ეტაპი–ჯგუფური სიტუაციური თამაში (ქეისის განხილვა);

3. მესამე ეტაპი–ინდივიდუალური გასაუბრება;

4. მეოთხე ეტაპი–ჯგუფური გასაუბრება;

5. მეხუთე ეტაპი–ტრენინგი.



დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 16/07/2018.

გამოაგზავნეთ განაცხადი