სს „საქართველოს ბანკის“ ფიზიკური უსაფრთხოების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას დაცვის ოფიცრის თანამდებობაზე გორში

  ძირითადი მოვალეობები:

 

  • ბანკის ტერიტორიაზე დაცვის ტექნიკური საშუალებების გამართული ფუნქციონირების კონტროლი, სისტემების პერიოდული ტესტირება;
  • თანამშრომლების მიერ სამუშაო მოვალეობების შესრულების პროცესში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
  • უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტების, მოულოდნელად წარმოქმნილი საფრთხის დროული იდენტიფიცირება და ადეკვატური რეაგირება;
  • ბანკში მოულოდნელად წარმოქმნილი საფრთხის დროული იდენტიფიცირება, უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება და მიღებული ინსტრუქციების მიხედვით მოქმედება;
  • ბანკის ტერიტორიაზე დაშვების სისტემების დაცულობის კონტროლი.

 

 

ანაზღაურება: დარიცხული 500 ლარი (-22%); 

 

  

სამუშაო გამოცდლება:

 

სასურველია მინ. 6 თვიანი მუშაობის გამოცდილება ძალოვან სტრუქტურაში სპეცდანიშნულების მიმართულებით ან დაცვის სამსახურში.

 

 

სავალდებულო ცოდნა და უნარები:

 

  • სასურველია სახანძრო უსაფრთხოების და წესების ცოდნა;
  • ენების ცოდნა: ქართული - თავისუფლად;
  • ექსტრემალურ სიტუაციებში გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი;
  • დაძაბულ, სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი, ემოციური წონასწორობა;
  • ოპერატიული რეაგირება, სიზუსტე, პუნქტუალურობა, დისციპლინა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;
  • თავაზიანობა, სწორი გადამისამართება.



დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 20/07/2020.

გამოაგზავნეთ განაცხადი

პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება სს საქართველოს ბანკის მიერ (ს/კ: 204378869) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა; პერსონალური მონაცემების ატვირთვა ხდება HireHive LTD-ის (ს/კ: 380350, ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში; სისტემის შესახებ დამატებით ინფორმაცია იხ. hirehive.com. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა ბანკს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: Careers@bog.ge

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით