მიკრო საკრედიტო ექსპერტი (გამოუცდელი) - კასპი

კასპი, საქართველო სრული განაკვეთი

გამოაგზავნეთ განაცხადი

სს „საქართველოს ბანკის“ საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მიკრო საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე კასპში.

 

 

ძირითადი მოვალეობები: 

 

  • მომხმარებლებთან ადგილზე ვიზიტის დაგეგმვა და განხორციელება;
  • მომხმარებლებისათვის ბანკის მომსახურების სარგებლიანობის და საბანკო პროდუქტების პრეზენტაცია;
  • მომხმარებლის მოთხოვნის იდენტიფიცირება, შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება და ამ პროდუქტის უპირატესობის ახსნა;
  • პერიოდული უკუკავშირის მიღება პოტენციური მომხმარებლებისგან;
  • სარეკლამო ბუკლეტების და ბროშურების დარიგება პოტენციური მომხმარებლებისათვის;
  • მომხმარებლის ბიზნეს საქმიანობის, ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი;
  • საკრედიტო განაცხადის მომზადება და კომიტეტზე წარდგენა;
  • სესხის გაცემა.

 

 

სავალდებულო მოთხოვნები:

 

 

განათლება:

 

უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, სასურველია ეკონომიკა, ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, ტექნიკური სპეციალობები.

 

 

სამუშაო გამოცდილება: არ არის სავალდებულო.

 

 

ანაზღაურება: ფიქსირებულს დამატებული ყოველთვიური ბონუსი.

 

 

სავალდებულო ცოდნა, უნარები: 

 

  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ენები: ქართული თავისუფლად, სასურველია რუსული ენის ცოდნა;
  • კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები – აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი წერით და ზეპირად;
  • ორგანიზებულობა, ენერგიულობა, დაგეგმვის, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის დაგეგმვის უნარი, გუნდური მუშაობის უნარი, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება.



დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 16/07/2018.

გამოაგზავნეთ განაცხადი