გაყიდვების ასისტენტი - თბილისი

თბილისი, საქართველო სრული განაკვეთი

გამოაგზავნეთ განაცხადი

სს „საქართველოს ბანკის“ საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ასისტენტის თანამდებობაზე თბილისში.

 

პოზიციის მიზანია სერვისცენტრის გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა, მომხმარებლებისათვის მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევა.

 

ძირითადი ფუნქციები:

  • დისტანციურ საბანკო პროდუქტებსა და მომსახურებასთან დაკავშირებით ფიზიკური პირებისათვის კონსულტაციების გაწევა;
  • საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლების გადამისამართება შესაბამის სამსახურში ან თანამშრომელთან;
  • რიგში მდგარი მომხმარებლებისათვის Express Pay-ს აპარატით ოპერაციების წარმოების შეთავაზება.

 

სამუშაო განრიგი: სრული სამუშაო განაკვეთი.


ანაზღაურება: ფიქსირებული 200 ლარი, დამატებით ყოველთვიური ბონუსი, რომელიც განისაზღვრება გაყიდვების შედეგების შესაბამისად.

 

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

განათლება: სტუდენტი ან ახალ კურსდამთავრებული

 

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • ენების ცოდნა: ქართული სრულყოფილად, სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • მომსახურების და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები;
  • კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები – აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი;
  • გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ, შესრულების სისწრაფე, მათემატიკური უნარები, კარგი მეხსიერება, ორგანიზებულობა.


 

წარმატებულ თანამშრომლებს საშუალება მიეცემათ 6 თვის შემდეგ კარიერა გააგრძელონ ბანკში არსებულ სხვადასხვა პოზიციებზე.




დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით