სს „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო მომსახურეობის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას SME არამსესხებელ კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

 

 

ძირითადი ფუნქციები:

 

  • არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან მუდმივი კონტაქტი, მათი საჭიროებების დადგენა და შესაბამისი საბანკო და არასაბანკო პროდუქტების შეთავაზება;
  • იურიდიული პირებისთვის (SME) მომსახურების გაწევა;
  • პროდუქტთან დაკავშირებული საკითხების ოპერატიული მოგვარება, საჭიროების მიხედვით კომპანიის გადამისამართება შესაბამის ბიზნეს სტრუქტურასთან;
  • ანგარიშგების წარმოება უშუალო მენეჯერთან;
  • გაწეული საქმიანობის ანალიზი და რეპორტინგი. სეილს ნოტების მომზადება; მონაცემთა ბაზების განახლება.

 

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

განათლება: უმაღლესი განათლება (სასურველია შემდეგი სფეროები საბანკო/საფინანსო/ბიზნესი/ეკონომიკა)

 

სამუშაო გამოცდილება: ბანკში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით ან კერძო კომპანიაში კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება.

 

 

 აუცილებელი ცოდნა და უნარები:

  

  • საოფისე პროგრამები;
  • პრეზენტაციის მომზადება/ჩატარება;
  • უცხო ენები (ინგლისური ან რუსული - სავალდებულოა);
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გაყიდვების უნარი;
  • შედეგებზე ორიენტირებულობა.



დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 28/03/2019.

გამოაგზავნეთ განაცხადი