სს „საქართველოს ბანკის“ საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მიკრო საკრედიტო ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე სენაკში.

 

ძირითადი მოვალეობები:

 

საკრედიტო ჯგუფის მიერ გაცემული სესხების რაოდენობის ზრდა:

  • დაქვემდებარებული ჯგუფის მართვა და კოორდინაცია: ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა, პრიორიტეტების განსაზღვრა, გეგმების შესრულების და მუშაობის ხარისხის კონტროლი, ახალი სტანდარტების მიწოდება, დანერგვა, შეფასება და შემდგომი განვითარების დაგეგმვა;
  • საჭიროების შემთხვევაში პირდაპირი მარკეტინგის წარმოების დაგეგმვა და ჯგუფის ხელმძღვანელობა;
  • მომხმარებლის მოთხოვნის იდენტიფიცირება, შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება, ამ პროდუქტის უპირატესობის ახსნა;
  • მიკრო საკრედიტო ექსპერტთან ერთად მომხმარებლის ბიზნეს საქმიანობის, ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი;
  • სესხების პერიოდული შერჩევითი მონიტორინგი;
  • რეაგირება ცვლილებებზე კრედიტის მიმდინარეობის პერიოდში, პრობლემების იდენტიფიცირება, მათი გადაწყვეტის გზების შერჩევა და საკითხის განხილვა შესაბამის კომიტეტზე;
  • მიკრო საკრედიტო ექსპერტის ონ-ჯობ ტრენინგი და შედეგის შეფასება: გადანაწილება, პრაქტიკის მართვა-კონტროლი, ასისტენტის შეფასება და დეპარტამენტის მენეჯმენტთან რეკომენდაციების წარდგენა.

 

 

სავალდებულო მოთხოვნები:

 

განათლება: უმაღლესი, სასურველია ეკონომიკა, ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, ტექნიკური სპეციალობები;

 

სამუშაო გამოცდილება:

 

  • მინ. 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებით ბანში და/ან საკრედიტო ორგანიზაციაში.

 

 

სავალდებულო ცოდნა, უნარები:

 

  • ბიზნეს დაკრედიტების პროდუქტების ცოდნა;
  • ფინანსური ანალიზი (ბალანსი, მოგება-ზარალი);
  • გაყიდვების ტექნიკა;
  • ზოგადი მენეჯმენტის საწყისები;
  • ენები: ქართული თავისუფლად (გამართული ლიტერატურული ენა), სასურველია რუსული ენის ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • გაყიდვების უნარი, დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული ვერბალური კომუნიკაცია; 
  • ჯგუფის ეფექტურად მართვის უნარი: მიზნების განსაზღვრის, დელეგირების, კონტროლის, მოტივაციის, სწავლების და შეფასების უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვის, დროში განაწილების, მიზნების განსაზღვისა და მიღწევის უნარი;
  • სხარტი, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება, ინტუიცია;
  • მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
  • ლიდერობა, პრინციპულობა, გუნდური მუშაობის უნარი, მოქნილობა, ინიციატივა, ენერგიულობა, აქტიურობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა, ყურადღება დეტალების მიმართ, სტრესულ, დაძაბულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი.



დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 21/06/2019.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით