მოლარე-ოპერატორი - თბილისი და რეგიონები

სხვადასხვა, საქართველო სრული განაკვეთი

გამოაგზავნეთ განაცხადი

 

სს „საქართველოსბანკის“ საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე შემდეგ რეგიონებში: 

 

თბილისი, ბათუმი, ბორჯომი, კახეთის რეგიონი, იმერეთის რეგიონი, ონი, ახალციხე, ტყიბული, ახალქალაქი.

 

პოზიციის მიზანია სერვის ცენტრის გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა, მომხმარებლებისათვის მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევა.

 

პირობები:

 

  • ანაზღაურებადი ტრენინგების ეტაპი (ტრენინგების დაწყებიდანვე ფორმდება ძირითადი ხელშეკრულება და ინიშნება ანაზღაურება);
  • დარიცხული ხელფასი 553 ლარი;
  • ყოველთვიური ბონუსი, გაყიდვების შედეგების შესაბამისად;

 

 

ძირითადი მოვალეობები:

 

  • თანხის შემოტანა/განაღდება/გადარიცხვა (მათშორის ერთჯერადი გადარიცხვები)
  • ფულადი გზავნილების სისტემით ოპერაციების განხორციელება;
  • ვალუტის გაცვლითი ოპერაციების განხორციელება
  • მომხმარებლების ანგარიშების ამონაწერების დადგენილი პროცედურის შესაბამისად მომზადება;
  • მომხმარებლებისთვის ბანკის პროდუქტების შეთავაზება და კონსულტირება;
  • სწორი გადამისამართება მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით.

 

 

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

განათლება: უმაღლესი, სასურველია ეკონომიკა, ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, ტექნიკური სპეციალობები;

სამუშაო გამოცდილება: სასურველია მომსახურების და/ან გაყიდვების სფეროში მუშაობის მინ. 6 თვიანი გამოცდილება.

 

 

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

 

  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • ქართული სრულყოფილად, სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • მომსახურების და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები;
  • კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები, აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი წერით და ზეპირად;
  • გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ, შესრულების სისწრაფე, მათემატიკური უნარები, კარგი მეხსიერება, ორგანიზებულობა.

 

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV, მიუთითეთ რეგიონი და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 24/07/2018.

გამოაგზავნეთ განაცხადი