კონტროლის ჯგუფის მენეჯერი - თბილისი

თბილისი, საქართველო სრული განაკვეთი

გამოაგზავნეთ განაცხადი

სს „საქართველოს ბანკის“ პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას კონტროლის ჯგუფის მენეჯერის თანამდებობაზე თბილისში.

 

 

ძირითადი მოვალეობები:

 

  • მსესხებლებთან/თავდებებთან და მათთან დაკავშირებულ პირებთან სატელეფონო კავშირი, მოლაპარაკებების წარმართვა ვალდებულებების განულების ან გადახდის გადანაწილების (რესტრუქტურიზაცია) მიზნით;
  • საჭიროების შემთხვევაში, მსესხებლებთან საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილებზე ვიზიტი;
  • გამარტივებული სამართალწარმოების გზით საქმის წარმართვა აღსრულების ეროვნულ ბიუროში და პრობლემური სესხების მართვასთან დაკავშირებული სხვა მოქმედებები.

 

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

განათლება: უმაღლესი (სასურველია იურიდიული, ეკონომიკური)

 

სამუშაო გამოცდილება: სასურველია საბანკო ან იურიდიული მიმართულებებით მუშაობის გამოცდილება.

 

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

 

  • ქართული ენა;
  • კომპიუტერული პროგრამები (Microsoft Word, Excel);
  • პრობლემურ მსესხებლებთან ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების და სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • დაკისრებული ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • მოწესრიგებულობა, თავაზიანობა, შრომისმოყვარეობა.



დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 30/07/2018.

გამოაგზავნეთ განაცხადი