მოლარე - ბათუმი (რეზერვი; მივლინება - ქედა, ხულო)

ბათუმი, საქართველო სრული განაკვეთი

გამოაგზავნეთ განაცხადი

სს „საქართველოს ბანკის“ საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მოლარის თანამდებობაზე. 

 

 

პოზიციის მიზანია ფულადი ოპერაციების ოპერატიულად, ზუსტად და უშეცდომოდ წარმოება მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის გზით.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების წარმოება;
  • სამგზავრო და საბანკო ჩეკებთან დაკავშირებული ფულადი ოპერაციების წარმოება;
  • დაზიანებული კუპიურების მიღება და მასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
  • სალაროს დღიური საბუთების ფორმირება;
  • ფულის ფორმირება.

 

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


განათლება: უმაღლესი, სასურველია ეკონომიკა, ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, ტექნიკური სპეციალობები;

 

სამუშაო გამოცდილება: სასურველია მომსახურების სფეროში მოლარის პოზიციაზე მუშაობის მინ. 6 თვიანი გამოცდილება.

 

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • ქართული სრულყოფილად, სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • მომსახურების და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები;
  • კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები – აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი წერით და ზეპირად;
  • გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ, შესრულების სისწრაფე, მათემატიკური უნარები, კარგი მეხსიერება, ორგანიზებულობა.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 24/10/2018

გამოაგზავნეთ განაცხადი