სს. საქართველოს ბანკის დისტანციური სერვისის და გაყიდვების დეპარტამენტი აცხადებს სატელეფონო გაყიდვების ოპერატორის ვაკანსიას.


ძირითადი მოვალეობები:

 

ბანკის მომხმარებლებთან სატელეფონო რეჟიმში სხვადასხვა პროდუქტების შეთავაზება და გაყიდვა.

 


სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:



განათლება: უმაღლესი, შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.



სამუშაო გამოცდილება: არ არის სავალდებულო, უპირატესობა მიენიჭება გამოცდილებას გაყიდვების მიმართულებით.

 


 აუცილებელი ცოდნა და უნარები:

 

  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (MS Office);
  • ენების ცოდნა: ქართული – თავისუფლად; სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • პასუხისმგებლობა;
  • თავაზიანობა;
  • კეთილგანწყობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 29 აგვისტო, 2019

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით