სს. საქართველოს ბანკის დისტანციური სერვისის და გაყიდვების დეპარტამენტი აცხადებს სატელეფონო გაყიდვების ოპერატორის (სრული / 4 საათიანი) ვაკანსიას.


რას ვსაქმიანობთ ჩვენ?


  • მომხმარებლებს სატელეფონო და დისტანციური საკომუნიკაციო არხებით უწყვეტ რეჟიმში ვემსახურებით;
  • ვთავაზობთ საბანკო პროდუქტებს და ვახორციელებთ საბანკო ოპერაციებს.


თუ კი შენ:


  • ხარ გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტირებული, გუნდური, სწრაფი, ორგანიზებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
  • გაქვს მომხმარებლების მომსახურების, გაყიდვების და კომუნიკაციის კარგად განვითარებული უნარები;
  • გაქვს მათემატიკური უნარები, ლოგიკური აზროვნება, კარგი მეხსიერება;
  • იცი კომპიუტერული საოფისე პროგრამები (MS Office, Outlook);


თუ გაინტერესებს:


  • საბანკო პროდუქტებისა და სერვისების შესწავლა;
  • ბანკის ყველა ძირითადი მიმართულების საქმიანობის გაცნობა;
  • დაწინაურებისა და განვითარების შესაძლებლობა;
  • მზარდი ანაზღაურება (შესრულებული სამუშაოს შედეგების მიხედვით).


ჩვენ გთავაზობთ:


დისტანციური ბანკირისა და დისტანციური გაყიდვების ბანკირის პოზიციებს შემდეგი ანაზღაურების სქემით და გრაფიკით:



ნახევარი განაკვეთი (კვირაში 20 საათი, სტუდენტებზე მორგებული გრაფიკით):


შერჩევის პროცესი:


  • ტესტირება მარტივ არითმეტიკასა და ლოგიკაში;
  • ჯგუფური გასაუბრება;
  • ინდივიდუალური გასაუბრება.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV, მიუთითეთ რეგიონი და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 31 ოქტომბერი, 2019.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით