ტურისტებთან ურთიერთობის ოფიცერი

თბილისი, საქართველო სრული განაკვეთი

გამოაგზავნეთ განაცხადი

თუ ხარ აქტიური და მიზანსწრაფული, მოგწონს უცხოელებთან ურთიერთობა, შეგიძლია ინგლისურ და რუსულ ენებზე კომუნიკაცია, თვლი, რომ ტურიზმის ინდუსტრიის განვითარება შენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მაშინ ეს ვაკანსია შენთვის არის.

 

სს საქართველოს ბანკი აცხადებს სამთვიან დასაქმების პროგრამას ტურისტებთან ურთიერთობის ოფიცერის პოზიციაზე.


ტურისტებთან ურთიერთობის ოფიცერის მოვალეობაა შესთავაზოს ტურისტებს სპეციალურად მათთვის შექმნილი ტურისტული ბარათი, გააცნოს ბარათის პირობები და უპირატესობები.

 


პირობები დღის ცვლის შემთხვევაში:


  • კვირაში 6 სამუშაო დღე და მოსახერხებელი გრაფიკი (ცვლები: 8:00სთ-დან 12:00სთ-მდე, ან 16:00სთ-დან 20:00სთ-მდე
  • ანაზღაურება: 150 ლარი
  • ბონუსი გამომუშავების მიხედვით (თითო გაყიდულ ბარათზე 1 ლარი)


 

მოთხოვნები:


  • გამართულად კომუნიკაციის უნარი
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა
  • რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 24/08/2018.

გამოაგზავნეთ განაცხადი