სს "საქართველოს ბანკის" SOLO გაყიდვებისა და ბიზნესის განვითარების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას SOLO ლაუნჯის მითერის/ბელბოის პოზიციაზე თბილისში.


ძირითადი მოვალეობები:


  • მომხმარებლების დახვედრა, კარის გაღება, ქურთუკის ჩამორთმევა / მიწოდება, საჭიროების შემთხვევაში მანქანამდე გაცილება;
  • საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლების ავტომობილების ავტოსადგომზე პარკირება;
  • ინკასაციის დახვედრა / გაცილება.


სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


განათლება: სასურველია უმაღლესი განათლება.


სამუშაო გამოცდილება: სასურველია მსგავსი მოვალეობების შესრულების მინ. 6 თვიანი გამოცდილება Horeca სექტორში.


სავალდებულო ცოდნა, უნარები:


  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა, მომსახურების უნარები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის და ყურადღების გამოხატვა, სწორი გადამისამართება);
  • ენების ცოდნა: სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (ვერბალური უნარები);
  • აუცილებელია ავტომობილის მართვის მოწმობის ქონა და მართვის გამოცდილება.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 30 ივლისი 2021.

გამოაგზავნეთ განაცხადი

პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება სს საქართველოს ბანკის მიერ (ს/კ: 204378869) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა; პერსონალური მონაცემების ატვირთვა ხდება HireHive LTD-ის (ს/კ: 380350, ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში; სისტემის შესახებ დამატებით ინფორმაცია იხ. hirehive.com. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა ბანკს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: Careers@bog.ge

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით