სს „საქართველოს ბანკის“ ფულისა და ფასეულობის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას ინკასატორის პოზიციაზე თბილისში.
ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:
- ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობების გადაზიდვა-ინკასირება; ბანკომატების და სწრაფი გადახდის ტერმინალების ინკასირება;
- ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობათა დაცვის უზრუნველყოფა ინკასირების პროცესში.
სამუშაო გამოცდილება: მსგავს ან დაკავშირებულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
სასურველია : უმაღლესი განათლება
სავალდებულო ცოდნა და უნარები:
- ექსტრემალურ სიტუაციებში გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი;
- ოპერატიულობა, სიზუსტე, პუნქტუალურობა, დისციპლინა, სიფრთხილე, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;
სასურველია:
- C კატეგორიის ავტომობილების მართვის მოწმობის ფლობა; აგრეთვე შესაბამისი კატეგორიის ავტომობილების მართვის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
- საცეცხლე მომზადება, იარაღისა და სპეც-აღჭურვილობის სათანადო ექსპლოატაციის გამოცდილება.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 24/2/2021.