სს „საქართველოს ბანკის“ ფულისა და ფასეულობათა დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას ბექ-ოფისის მოლარის თანამდებობაზე თბილისში.

 

სამუშაო გრაფიკი - დღის და საღამოს ცვლა.

 

ძირითადი მოვალეობები:

 

  • ნაღდი ფულის გადათვლა-ფორმირება;
  • ნაღდი ფულის ოპერაციების წარმოება;
  • ოპერაციების ასახვა საბანკო პროგრამაში,
  • ნაღდი ფულის ოპერაციებთან დაკავშირებული საბუთების ფორმირება;
  • საკასო ოპერაციების მხარდაჭერის პროცესში წარმოქმნილი პრობლემების გამოვლენა და გამოვლენილ პრობლემებზე შესაბამისი რეაგირება;
  • პერიოდული ანგარიშგების წარმოება ხელმძღვანელის წინაშე შესასრულებელი ამოცანების შესახებ.

 

 

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


განათლება: უმაღლესი - სასურველია ეკონომიკა, ფინანსები, ტექნიკური სპეციალობები;

 

სამუშაო გამოცდილება: სავალდებულოა მოლარედ, როგორც ეროვნულ, ასევე უცხოურ ვალუტაზე მუშაობის, მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება.

 


აუცილებელი ცოდნა და უნარები:

 

  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (Excel, Word, Outlook, Internet);
  • ენების ცოდნა: ქართული – თავისუფლად; სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, შრომისმოყვარეობა, გუნდური მუშაობის უნარი.
  • ეფექტური კომუნიკაციური უნარები: წერით და ზეპირად აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა;
  • პუნქტუალურობა, გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ, შესრულების სისწრაფე;
  • ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი
  • მათემატიკური უნარები, ლოგიკური აზროვნება, კარგი მეხსიერება;



დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა,20/11/2019

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით