დეველოპერებთან და ავტოდილერებთან ურთიერთობის მენეჯერი

თბილისი, საქართველო სრული განაკვეთი

გამოაგზავნეთ განაცხადი

საქართველოს ბანკის პარტნიორებთან ურთიერთობის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას დეველოპერებთან და ავტოდილერებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.


პოზიცია განკუთვნილია აქტიური, მოტივირებული, მიზანმიმართული, კომუნიკაბელური პროფესიონალებისთვის, რომლებსაც სურთ კარიერული განვითარება საბანკო სფეროში, პარტნიორი კომპანიების მომსახურების მიმართულებით.

პოზიცია საშუალებას მოგცემთ დაამყაროთ საქმიანი ურთიერთობები საქართველოში არსებულ წამყვან დეველოპერებთან და ავტო დილერებთან. ამ პოზიციაზე მუშაობით თქვენ შეძლებთ გაიღრმაოთ ცოდნა მარკეტინგული კამპანიების მართვის მიმართულებით, შეიძინოთ გამოცდილება ბიზნესის მართვის, საკრედიტო რიკების და იურიდიული მიმართულებით.

 

ფუნქციები:

·        ავტო დილერების და დეველოპერების ქსელის მხარდაჭერა და საქმიანობის კოორდინაცია;

·        ავტო დილერებთან და დეველოპერულ კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოება, თანამშრომლობის შეთავაზება, პრეზენტაციის წარდგენა;

·        ახალი ავტო დილერების, დეველოპერული, საბროკერო კომპანიების და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით დაკავებული სუბიექტების მოძიება და თანამშრომლობის შეთავაზება/ხელშეკრულების გაფორმება;

·        ავტო დილერების და დეველოპერების ქსელიდან გაყიდვების სტიმულირების მიზნით შესაბამისი კამპანიების ინიცირება/შეთანხმება/დანერგვა/მიმდინარე კონტროლი;

·        თვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშგების წარმოება გაყიდვების შედეგების შესახებ.

  

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: ბიზნესის ადმინიტრირება / საბანკო საქმე / ეკონომიკა / ფინანსები

სამუშაო გამოცდილება: სასურველია ბიზნეს სექტორში გაყიდვების მიმართულებით

 

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

·        ენების ცოდნა: ქართული - მშობლიური, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა კარგად.

·        Microsoft Office ცოდნა

·        გამორჩეული კომუნიკაციის უნარები (ურთიერთობების განვითარება, გაყიდვები, მოლაპარაკებების წარმოება, დარწმუნების უნარი, პრეზენტაციები);

·        ბიზნესის ანალიზის და განვითარების უნარი;

·        პროექტების და მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვის, მართვის უნარები;

·        ფინანსური და რაოდენობრივი ანალიზის უნარი.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 23/08/2018.


გამოაგზავნეთ განაცხადი