სს „საქართველოს ბანკის“ საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას სერვის ცენტრის მენეჯერის თანამდებობაზე თბილისში.


ძირითადი მოვალეობები:

 

  • სერვის ცენტრის არსებული და პოტენციური მომხმარებლებისთვის ოპტიმალური საბანკო მომსახურების შეთავაზება;
  • ბაზრის მუდმივი ანალიზი, მონიტორინგი, გაყიდვების ზრდის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელება, შესრულების კონტროლი;
  • გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა, ახალი მომხმარებლების მოზიდვა;
  • მომსახურების ხარისხის (დადგენილი სტანდარტები და წესები) კონტროლი, ხარისხის ამაღლების შესაძლებლობების სისტემატიური ანალიზი;
  • დაქვემდებარებული პერსონალის მართვა, კოორდინაცია, კონტროლი და განვითარება;
  • საოპერაციო მომსახურეობის განვითარების შესაძლებლობების ანალიზი, შესაბამისი წინადადებების მომზადება, დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელება;
  • სერვის ცენტრის ყოველდღიური საქმიანობის მართვა, საბანკო დოკუმენტაციის ადმინისტრირება,დადგენილ პროცედურებთან/წესებთან შესაბამისობის მონიტორინგი.

 

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

განათლება:

უმაღლესი – ეკონომიკა/ფინანსები/საბანკო საქმე/ბიზნესის ადმინისტრირება/აუდიტი.

 

სამუშაო გამოცდილება:

საბანკო საფინანსო სექტორში მუშაობის მინ. 3-წლიანი გამოცდილება, მათ შორის მინ. 2 წელი მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

 

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

 

  • მენეჯმენტი, მარკეტინგი და გაყიდვები;
  • ბიზნეს კომუნიკაციები, გაყიდვების ტექნიკა;
  • საბანკო პროდუქტები, მომსახურება და პროცედურები;
  • ბიზნეს საქმიანობის ზოგადი პრინციპები;
  • მომსახურების სტანდარტები;
  • დებულებები კომერციული და ეროვნული ბანკების საქმიანობის შესახებ;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • ენების ცოდნა: სავალდებულოა ქართული და რუსული ენების ცოდნა;
  • მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის და ყურადღების გამოხატვა,სწორი გადამისამართება, შეცდომების გამოსწორება); 
  • დაქვემდებარებული პერსონალის ეფექტურად მართვის უნარი – გუნდური სამუშაო გარემოს შექმნისა და პერსონალის მოტივაციის უნარები;
  • ეფექტური კომუნიკაციური უნარები: წერით და ზეპირად აზრის არგუმენტირებულად და ცხადად გამოხატვა;
  • გაყიდვების, მოლაპარაკების წარმოების უნარები;
  • პროფესიული მიმოწერის და ანგარიშგების წარმოების კარგად განვითარებული უნარები;
  • სამუშაო ამოცანების სწორად გადანაწილების და მათი შესრულების კონტროლის უნარი;
  • დაგეგმვის და სამუშაოს დროულად შესრულების უნარი;
  • ინიციატივა, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება, ორგანიზებულობა; 
  • ყურადღება დეტალების მიმართ, ლიდერობა, გუნდური მუშაობა, პრობლემის აღმოჩენის და დროულად გადაჭრის უნარი, ემოციური წონასწორობა.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 12 დეკემბერი 2019

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით