სატელეფონო სერვისის ღამის ცვლის ოპერატორი

თბილისი, საქართველო სრული განაკვეთი

გამოაგზავნეთ განაცხადი

სს „საქართველოს ბანკის“ სატელეფონო მომსახურების ცენტრის სამსახური აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო სერვისის ღამის ცვლის ოპერატორის თანამდებობაზე თბილისში.


ძირითადი მოვალეობები: 

 

  • შემომავალი სატელეფონო ზარების, ბანკის დისტანციური არხებით შემოსული საკითხების მომსახურება;
  • სხვადასხვა ოპერაციების შესრულება (ფიზიკური პირის საკუთარ ანგარიშებს შორის, ბანკის შიგნით სხვა პირის ანგარიშებზე, ბანკის გარეთ გადარიცხვა ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში; საკუთარ ანგარიშებს შორის კონვერტაცია; სესხის დაფარვა/განაცხადის შევსება; სადებეტო და საკრედიტო ბარათის შეკვეთა/განახლება/დაბლოკვა; დისტანციური პროდუქტების მომსახურება; ანაბრის გახსნა/ანაბარზე თანხის დამატება; ინტერნეტ ბანკის გადახდები);
  • მომხმარებლის შენიშვნების დაფიქსირება მათი შემდგომი გათვალისწინების მიზნით.

 

სამუშაო გრაფიკი - ღამის ცვლა.


სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


განათლება: უმაღლესი


სამუშაო გამოცდილება: სასურველია მომსახურების და/ან გაყიდვების სფეროში მუშაობის მინ. 6 თვიანი გამოცდილება.

 

აუცილებელი ცოდნა და უნარები: 

  • მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის და ყურადღების გამოხატვა, სწორი გადამისამართება, შეცდომების გამოსწორება);
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (MS Office, Outlook);
  • ენების ცოდნა: ქართული – თავისუფლად; ინგლისური – კარგად; რუსული – კარგად;
  • ეფექტური კომუნიკაციური უნარები: წერით და ზეპირად აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • გაყიდვების წარმოების უნარი;
  • პედანტურობა, გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ, შესრულების სისწრაფე, მათემატიკური უნარები, ლოგიკური აზროვნება, კარგი მეხსიერება, ორგანიზებულობა.



დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 24/09/2018.

გამოაგზავნეთ განაცხადი