სს. საქართველოს ბანკის სატელეფონო მომსახურების ცენტრის დეპარტამენტი აცხადებს ექსპრეს გადახდების კონსულტანტის (Call Centre) ვაკანსიას.



ძირითადი მოვალეობები:

 

  • სატელეფონო ცენტრში შემოსული ზარების მომსახურება, მომხმარებლისთის კონსულტაციის გაწევა,
  • შესაბამის შემთხვევაში მომხმარებლის პრობლემის გარკვევა და მოგვარების შემდეგ მასთან სატელეფონო უკუკავშირი.

 

 

სამუშაო განრიგი: დღის და ღამის ცვლა.

 

 

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 


განათლება: უმაღლესი, ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი.

 

სამუშაო გამოცდილება: სასურველია, მაგრამ არასავალდებულო მომსახურების და/ან გაყიდვების სფეროში მუშაობის მინ. 6 თვიანი გამოცდილება.

 

 

აუცილებელი ცოდნა და უნარები:


  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Outlook);
  • ენების ცოდნა: ქართული - თავისუფლად; სასურველია ინგლისური და/ან  რუსული ენების ცოდნა;
  • გუნდის საერთო მიზნებზე ორიენტირებულობა; გუნდური მუშაობის უნარი;
  • არგუმენტირებული, დასაბუთებული კომუნიკაციის,  აზრის ნათლად გამოხატვის, ჩამოყალიბებისა და გადმოცემის უნარი;
  • გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ;
  • მოტივაცია, ინიციატივა;
  • პოზიტიური აზროვნება, ემოციური ბალანსი.



დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 25 იანვარი, 2020.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით