სს ,,საქართველოს ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო ანალიზის სამსახური, აცხადებს ვაკანსიას SME საკრედიტო ანალიტიკოსის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
- პროექტების ანალიზი და რისკიანობის შეფასება;
- პროექტის ფინანსური ანგარიშგებების დამუშავება და ანალიზი;
- საჭიროების შემთხვევაში ფინანსური მოდელების აწყობა და საპროგნოზო ფინანსების მომზადება;
- კლიენტის მოთხოვნის დაზუსტება, ფინანსირების სწორი სტრუქტურირება და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების რეკომენდება;
- საკრედიტო განაცხადის მომზადება და კომიტეტზე წარდგენა;
- საკრედიტო რისკების დროული აღმოჩენა და რეაგირება;
- პორტფელში არსებული კლიენტების მონიტორინგი;
სავალდებულო მოთხოვნები:
განათლება:
უმაღლესი განათლება: ეკონომიკა / ფინანსები / ბიზნესის ადმინისტრირება / მათემატიკა.
სამუშაო გამოცდილება:
ბანკში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებით.
სავალდებულო ცოდნა, უნარები:
- ძირითადი ფინანსური უწყისების მაღალ დონეზე ცოდნა და ფინანსური კოეფიციენტების ანალიზი;
- MS Office პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები – აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი წერით და ზეპირად;
- სამუშაოს დადგენილ ვადებში შესრულების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 16/12/2019.