სს „საქართველოს ბანკის“ პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანამდებობაზე შემდეგ რეგიონებში:


ზუგდიდი, ფოთი


ძირითადი მოვალეობები:


  •    საერთო სასამართლოებში და აღსრულების ეროვნულ ბიუროში საქმეთა წარმოება;
  •     საარბიტრაჟო სასამართლოებში საქმეთა წარმოება;
  •     სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;
  •     დეპარტამენტის იურიდიულ მხარდაჭერასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციები.



სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


განათლება: უმაღლესი – იურიდიული.


სამუშაო გამოცდილება: სასამართლო და/ან სააღსრულებო დაწესებულებაში მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება ბოლო 2 წლის განმავლობაში.



აუცილებელი ცოდნა და უნარები:


  •     სასურველია კანდიდატს ჰქონდეს საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაბარებული.
  •     სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალმცოდნეობა;
  •     დისციპლინა
  •     პასუხისმგებლობა;
  •     გუნდური მუშაობა;
  •     სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, მიუთითეთ სასურველი რეგიონი, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 21 აგვისტო, 2019.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით