სს „საქართველოს ბანკის“ საკრედიტო აქტივების მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე, ქუთაისში.


ძირითადი ფუნქციები:


  •    საერთო სასამართლოებში და აღსრულების ეროვნულ ბიუროში საქმეთა წარმოება;
  •     საარბიტრაჟო სასამართლოებში საქმეთა წარმოება;
  •     სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;
  •     დეპარტამენტის იურიდიულ მხარდაჭერასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციები.



სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


განათლება: უმაღლესი – იურიდიული.


სასურველია კანდიდატს ჰქონდეს საადვოკატო საქმიანობის ლიცენზია.


სამუშაო გამოცდილება:

  • საადვოკატო საქმიანობის გამოცდილება;
  • ლიზინგიდან გამომდინარე დავების წარმოების გამოცდილება;
  • სასამართლო და/ან სააღსრულებო დაწესებულებაში მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება ბოლო 3 წლის განმავლობაში.



აუცილებელი ცოდნა და უნარები:


  •     სასურველია კანდიდატს ჰქონდეს საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაბარებული.
  •     სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალმცოდნეობა;
  •     დისციპლინა
  •     პასუხისმგებლობა;
  •     გუნდური მუშაობა;
  •     სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, მიუთითეთ სასურველი რეგიონი, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 24 ოქტომბერი, 2022.

გამოაგზავნეთ განაცხადი

პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება სს საქართველოს ბანკის მიერ (ს/კ: 204378869) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა; პერსონალური მონაცემების ატვირთვა ხდება HireHive LTD-ის (ს/კ: 380350, ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში; სისტემის შესახებ დამატებით ინფორმაცია იხ. hirehive.com. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა ბანკს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: Careers@bog.ge საქართველოს ბანკი დასაქმებისას ეყრდნობა თანაბარი შესაძლებლობების პრინციპს და აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. ჩვენი მიზანია ვიყოთ ინკლუზიური ორგანიზაცია, სადაც მრავალფეროვნება დაფასებული და წახალისებულია. ბანკი მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის როგორიცაა: რასა; კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით