საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მიმღებ-შემფასებლის ვაკანსიაზე თბილისში.

 

ძირითადი მოვალეობები:


  • ძვირფასი ლითონების, ქვების შეფასება და სესხის გაფორმება;
  • გირაოს ნივთების მსესხებლისათვის დაბრუნება;
  • შეტყობინებების გაგზავნა მსესხებლებთან;
  • გაყიდვების გაზრდის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელება.

 

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


განათლება:

უმაღლესი, სასურველია ეკონომიკა, ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, ტექნიკური სპეციალობები;

სასურველია, მაგრამ არასავალდებულო ძვირფასი ქვებისა და ლითონების ექსპერტ–შემფასებლის საკვალიფიკაციო სერტიფიკატი.


სამუშაო გამოცდილება:

სასურველია მომსახურების და/ან გაყიდვების სფეროში მუშაობის მინ. 6 თვიანი გამოცდილება.


აუცილებელი ცოდნა და უნარები:

  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • ენების ცოდნა: ქართული სრულყოფილად, სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • მომსახურების და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები;
  • კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები – აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი წერით და ზეპირად;
  • გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ, შესრულების სისწრაფე, მათემატიკური უნარები, კარგი მეხსიერება, ორგანიზებულობა.


განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 21/06/2019.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით