SOLO გაყიდვებისა და ბიზნესის განვითარების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას SOLO ბანკირის პოზიციაზე თბილისში.


ძირითადი ფუნქციები:

 

  • სოლო კლიენტების პორთფელის განვითარება დასახული ამოცანების შესაბამისად;

  • საკუთარ პორთფელში არსებული სოლო კლინეტების მონაცემთა ბაზის წარმოება და პერიოდული განახლება;

  • პორთფელში არსებული სოლო კლიენტებისს საბანკო პროდუქტებზე/მომსახურებაზე არსებული მოთხოვნილებების იდენტიფიკაცია/ანალიზი;

  • სოლო კლიენტების მონაცემების, დადგენილი საჭიროებების და მიზნების შესაბამისად პროდუქტების/მომსახურების შეთავაზება, სათანადო კონსულტაციის გაწევა;

  • პერიოდული ანგარიშგების წარმოება ხელმძღვანელის წინაშე განსაზღვრული ამოცანების შესრულების შესახებ.

თანამდებობის ლეველი: პროფესიონალი B - ფრონტი. 



სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


განათლება: უმაღლესი, სასურველია ფინანსები, საბანკო საქმე, ეკონომიკა, ბიზნეს ადმინისტრირება.


სამუშაო გამოცდილება: სავალდებულოა 1 წლიანი საბანკო გამოცდილება საკრედიტო (საცალო ან ბიზნეს) მიმართულებით.

 

 

სავალდებულო ცოდნა, უნარები:

 

  • ენების ცოდნა: ქართული – თავისუფლად, ინგლისური და რუსული კარგად (როგორც წერილობით, ასევე ვერბალური უნარები);

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (MS Office: Word, Excel, PowerPoint);

  • გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები;

  • მოლაპარაკების უნარი;

  • ანალიტიკური, ლოგიკური, სხარტი აზროვნება.


 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 17 მარტი, 2024.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით

პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება სს საქართველოს ბანკის მიერ (ს/კ: 204378869) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა; პერსონალური მონაცემების ატვირთვა ხდება HireHive LTD-ის (ს/კ: 380350, ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში; სისტემის შესახებ დამატებით ინფორმაცია იხ. hirehive.com. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა ბანკს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: Careers@bog.ge საქართველოს ბანკი დასაქმებისას ეყრდნობა თანაბარი შესაძლებლობების პრინციპს და აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. ჩვენი მიზანია ვიყოთ ინკლუზიური ორგანიზაცია, სადაც მრავალფეროვნება დაფასებული და წახალისებულია. ბანკი მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის როგორიცაა: რასა; კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.