სს „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციული უსაფრთხოების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერის პოზიციაზე.

 

ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცრის ძირითადი ფუნქციები:

§ ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა-პროცედურების დანერგვის პროცესში მონაწილეობა, პერიოდული ანგარიშების მომზადება, მიღება და წარდგენა;

§ ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა-პროცედურებთან შესაბამისობის მონიტორინგი;

§ ბანკის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობა, მათ შორის, ინფორმაციული უსაფრთხოების რისკებთან დაკავშირებით პერიოდული კომუნიკაციის წარმოება;

§ დოკუმენტების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;

§ ხელმძღვანელის სხვადასხვა მითითებებისა და დავალებების შესრულება სამსახურის ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.

 

მინიმალური მოთხოვნები:

განათლება:

§ უმაღლესი განათლება

სამუშაო გამოცდილება:

§ სასურველია არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება

სავალდებულო ცოდნა და უნარები:

§ საოფისე პროგრამების, მათ შორის, Word-ის, Excel-ისა და PowerPoint-ის ცოდნა;

§ ინგლისური ენის სამუშაო დონეზე (B2) ფლობა;

§ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

§ ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;

§ დეტალებზე ორიენტირებულობა;

§ გუნდურად და ინდივიდუალურად მუშაობის უნარი;

§ ეფექტური წერილობითი და ზეპირსიტყვიერი კომუნიკაციის უნარი;

  • § დროის ეფექტური მართვის უნარი.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 20.04.2021

გამოაგზავნეთ განაცხადი

პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება სს საქართველოს ბანკის მიერ (ს/კ: 204378869) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა; პერსონალური მონაცემების ატვირთვა ხდება HireHive LTD-ის (ს/კ: 380350, ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში; სისტემის შესახებ დამატებით ინფორმაცია იხ. hirehive.com. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა ბანკს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: Careers@bog.ge

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით