სს „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო მომსახურეობის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მცირე და საშუალო ბიზნესის (SME) წამყვანი ბანკირის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:


  • პროდუქტების გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა:
  • საინტერესო და პერსპექტიული კლიენტების მოძიება, ინფორმაციის მიწოდება და პოტენციური კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა საბანკო პროდუქტებთან დაკავშირებით;
  • არსებული მომხმარებლების მუდმივი ინფორმირება და ახალი პროდუქტების შეთავაზება.
  • სესხების მართვა (ყველა ტექნიკური და ორგანიზაციული საკითხის რეგულირება რაც დაკავშირებულია კორპორატიული სესხების დამუშავებასა და გაცემასთან);
  • საკრედიტო პორტფელის მართვა (მონიტორინგი, ვადაგადაცილებული სესხების მართვა);
  • ორგანიზაციული საკითხების მოგვარება (აღრიცხვა, რეპორტინგის წარმოება, გაყიდვებთან დაკავშირებული შენიშვნების მომზადება, მონაცემთა ბაზების განახლება);
  • პორტფელის სტატუსის მუდმივი მონიტორინგი.
  • პორტფელის ზრდის ხელშეწყობა. 

  


სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


განათლება: უმაღლესი, ბაკალავრი-ფინანსები/ეკონომიკა/საბანკო საქმე ბიზნესის ადმინისტრირება;


სამუშაო გამოცდილება: ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.


სავალდებულო ცოდნა და უნარები:

 

  • ძირითადი ფინანსური უწყისების ცოდნა ფინანსური კოეფიციენტების ანალიზი;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების პროფესიული ცოდნა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • მომსახურების უნარები - თავაზიანობა, კეთილგანწყობა, დახმარების მზაობა;
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 25/10/2020.

გამოაგზავნეთ განაცხადი

პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება სს საქართველოს ბანკის მიერ (ს/კ: 204378869) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა; პერსონალური მონაცემების ატვირთვა ხდება HireHive LTD-ის (ს/კ: 380350, ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში; სისტემის შესახებ დამატებით ინფორმაცია იხ. hirehive.com. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა ბანკს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: Careers@bog.ge

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით