გაყიდვების კონსულტანტი - ახმეტა

ახმეტა, საქართველო სრული განაკვეთი

გამოაგზავნეთ განაცხადი

სს ,,საქართველოს ბანკის“ ექსპრეს საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს გაყიდვების კონსულტანტის ვაკანსიას ახმეტაში.

  • თუ ხარ სტუდენტი ან კურსდამთავრებული და ახლა იწყებ სამუშაო კარიერას;
  • საბანკო სექტორი შენთვის მიმზიდველი და საინტერესოა;
  • სურვილი გაქვს გაიუმჯობესო კომუნიკაციის, მომსახურების და გაყიდვების უნარ-ჩვევები;
  • გსურს გახდე ქვეყნის ლიდერი ბანკის გუნდის წევრი, დაიწყო და განავითარო შენი მომავალი კარიერა ამ სფეროში...


 

შენი ფუნქცია იქნება:

  • შეხვდე და გაესაუბრო სერვისცენტრში შემოსულ მომხმარებელს;
  • დაეხმარო გამოიყენოს ბანკის დისტანციური პროდუქტები და დაზოგოს თავისი დრო;
  • გააცნო ჩვენი ახალი პროდუქტები, მოუყვე მეტი არსებული პროდუქტების შესახებ, გააკეთო წარმატებული შეთავაზება და გაყიდო საბანკო მომსახურება;
  • წვლილი შეიტანო თვითმომსახურების დანერგვა-განვითარებისა და გაციფრულების (Digital) პროცესებში.

 

 

თუ შენ:

  • ხარ აქტიური;
  • გაქვს კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარი;
  • გიყვარს ახალი ადამიანების გაცნობა და მათთვის დახმარების გაწევა;
  • არ ერიდები შეკითხვების დასმას და სიამოვნებით პასუხობ, როდესაც გეკითხებიან.

 

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ახმეტის Express სერვისცენტრი.

 

 

ჩვენ გთავაზობთ:

 

  • ანაზღაურებას: ფიქსირებული 300 ლარი, დამატებით ყოველთვიური ბონუსი, გამომუშავებით, გაყიდული პროდუქტების/ოპერაციების გეგმის შესაბამისად;
  • 8 საათიან სამუშაო განაკვეთს;
  • 2 კვირიან ინტენსიურ ტრენინგს, რომელიც დაგეხმარებათ პიროვნული უნარების და საბანკო პროდუქტების ცოდნის განვითარებაში;
  • 6-თვიანი წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობას ბანკში არსებულ სხვადასხვა პოზიციაზე;
  • პერსონალური უნარების განვითარების შესაძლებლობას;
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • დამატებით უპირატესობებს (ჯანმრთელობის დაზღვევა, საპენსიო ფონდი).



დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 19/12/2018.


გამოაგზავნეთ განაცხადი