სს „საქართველოს ბანკის“ საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის თანამდებობაზე შემდეგ რეგიონებში: ბათუმი, ამბროლაური, ხულო, ლანჩხუთი, ქუთაისი, ფოთი, ზუგდიდი, სენაკი.

 

 

პოზიციის მიზანია სერვისცენტრის გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა, მომხმარებლებისათვის მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევა.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • დისტანციურ საბანკო პროდუქტებსა და მომსახურებასთან დაკავშირებით ფიზიკური პირებისათვის კონსულტაციების გაწევა;
  • საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლების გადამისამართება შესაბამის სამსახურში ან თანამშრომელთან;
  • რიგში მდგარი მომხმარებლებისათვის Express Pay-ს აპარატით ოპერაციების წარმოების შეთავაზება.

 

სამუშაო განრიგი: სრული სამუშაო განაკვეთი.


ანაზღაურება: ფიქსირებული 200 ლარი, დამატებით ყოველთვიური ბონუსი, რომელიც განისაზღვრება გაყიდვების შედეგების შესაბამისად.

 

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

განათლება: სტუდენტი ან კურსდამთავრებული - სასურველია ეკონომიკა, ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, ტექნიკური სპეციალობები;


სამუშაო გამოცდილება: სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო, მომსახურების და/ან გაყიდვების სფეროში მუშაობის მინ. 3 თვიანი გამოცდილება.

 

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • ენების ცოდნა: ქართული სრულყოფილად, სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • მომსახურების და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები;
  • კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები – აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი;
  • გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ, შესრულების სისწრაფე, მათემატიკური უნარები, კარგი მეხსიერება, ორგანიზებულობა.

 

 წარმატებულ თანამშრომლებს საშუალება მიეცემათ 6 თვის შემდეგ კარიერა გააგრძელონ ბანკში არსებულ სხვადასხვა პოზიციებზე.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 9 აგვისტო 2019.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით