მცირე და საშუალო ბიზნესის (SME) ბანკირი-კახეთის რეგიონი

კახეთის რეგიონი, საქართველო სრული განაკვეთი

გამოაგზავნეთ განაცხადი

სს „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო მომსახურეობის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მცირე და საშუალო ბიზნესის (SME) ბანკირის პოზიციაზე კახეთის რეგიონში.



ძირითადი მოვალეობები:


  • პროდუქტების გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა:
  • საინტერესო და პერსპექტიული კლიენტების მოძიება, ინფორმაციის მიწოდება და პოტენციური კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა საბანკო პროდუქტებთან დაკავშირებით;
  • არსებული მომხმარებლების მუდმივი ინფორმირება და ახალი პროდუქტების შეთავაზება.
  • სესხების მართვა (ყველა ტექნიკური და ორგანიზაციული საკითხის რეგულირება რაც დაკავშირებულია კორპორატიული სესხების დამუშავებასა და გაცემასთან);
  • საკრედიტო პორტფელის მართვა (მონიტორინგი, ვადაგადაცილებული სესხების მართვა);
  • ორგანიზაციული საკითხების მოგვარება (აღრიცხვა, რეპორტინგის წარმოება, გაყიდვებთან დაკავშირებული შენიშვნების მომზადება, მონაცემთა ბაზების განახლება);
  • პორტფელის სტატუსის მუდმივი მონიტორინგი.
  • პორტფელის ზრდის ხელშეწყობა. 

  


სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


განათლება: უმაღლესი, ბაკალავრი-ფინანსები/ეკონომიკა/საბანკო საქმე ბიზნესის ადმინისტრირება;


სამუშაო გამოცდილება: ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.


სავალდებულო ცოდნა და უნარები:

 

  • ძირითადი ფინანსური უწყისების ცოდნა ფინანსური კოეფიციენტების ანალიზი;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების პროფესიული ცოდნა;
  • გაყიდვების ეფექტური წარმოების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მომსახურების უნარები - თავაზიანობა, კეთილგანწყობა, დახმარების მზაობა;
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 25/01/2019.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით