სს „საქართველოს ბანკის“ საკრედიტო რისკების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული რისკების მენეჯერის პოზიციაზე, კორპორატიული საკრედიტო რისკების ანალიზის სამსახურში.

 

ძირითადი მოვალეობები:


  • კორპორატიული ბიზნესის საკრედიტო პროექტების განხილვა და დამუშავებაში მონაწილეობა;
  • კომპანიების ბიზნეს და ფინანსური მდგომარეობის შესწავლა;
  • საკრედიტო კომიტეტის განხილვებში მონაწილეობა და გადაწყვეტილების მიღება;
  • განხილულ პროექტებზე საკრედიტო რისკების შეფასება, ანალიზი და დასკვნების მომზადება;
  • საკრედიტო პორტფელის მართვა და პორტფელში არსებული მსესხებლების მონიტორინგი და ანალიზი;
  • ფინანსური უწყისების და კოეფიციენტების ანალიზი;
  • საქართველოს ეროვნულ ბანკთან ურთიერთობა, საჭირო ინფორმაციის დამუშავება და მიწოდება;



სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


განათლება: უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნესის მართვის მიმართულებით;


სამუშაო გამოცდილება:

მნიშვნელოვანია საბანკო სექტორში, საკრედიტო ანალიტიკის და/ან საკრედიტო რისკების მართვის კუთხით მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;




სავალდებულო ცოდნა და უნარები:


  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ორგანიზებულობა;
  • ყურადღება დეტალების მიმართ, სხარტი, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება;
  • ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა, გუნდურად მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;



დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 11 დეკემბერი, 2019.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით