სს „საქართველოს ბანკი"აცხადებს ვაკანსიას სახანძრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.


ფუნქციები:                   


  •  საქართველოს ბანკის შენობებში (საქართველოს მასშტაბით) ცეცხლმაქრების აღწერა, ვარგისიანობის დადგენა, დაცლილი ცეცხლმაქრების დამუხტვის მოთხოვნის დაყენება;
  •  შენობებში ცეცხლმაქრის არ არსებობის შემთხვევაში შესაბამისი მოთხოვნის ინიცირება, ადგილზე პასუხისმგებელo პირებისათვის და შესყიდვების სამსახურისათვის გაცნობა;
  •  საევაკუაციო გეგმების მომზადება ArchiCAD (არქიკადი) პროგრამაში და ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით (ცეცხლმაქრების დატანება, საევაკუაციო გასასვლელების ადგილმდებარეობის დახაზვა და ისრებით მითითება, წყლის სახანძრო ჰიდრანტებისა და საგანგაშო ღილაკების დატანება შენობის ნახაზების მიხედვით და სხვა);
  •  შენობის რეკონსტრუქციის შემთხვევაში საევაკუაციო გეგმის შეცვლა და განახლება (მაგ: კედლის ამოშენების, საევაკუაციო გასასვლელის შეცვლის, ჩაკეტვის შემთხვევაში და სხვა.);
  • სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტების, მოულოდნელად წარმოქმნილი საფრთხის დროული იდენტიფიცირება და ადეკვატური რეაგირება;
  •  ბანკში მოულოდნელად წარმოქმნილი საფრთხის დროული იდენტიფიცირება, უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება და მიღებული ინსტრუქციების მიხედვით მოქმედება;
  •  თეორიული და პრაქტიკული ტრენინგების დაორგანიზება და განხორციელება (სახანაძრო უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციების მართვა);
  •  შესაბამისი კანონმდებლობის გათვალისწინებით, საგანგებო სიტუაციების მიმართულებით პროცესების მართვა.


    განათლება: უმაღლესი, სასურველია ბაკალავრის ხარისხი - სამოქალაქო თავდაცვაში.

   სამუშაო გამოცდილება: ანალოგიურ სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.


    ცოდნა :


  •  ტექნიკური რეგლამენტი სახანძრო უსაფრთხოებისა და პირობების შესახებ;
  •  საქართველოს მთავრობის N 41-ე დადგენილება;
  •  საქართველოს კანონი სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ;


    B კატეგორიის მართვის მოწმობა.



დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 29 მაისი 2019.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით