„საქართველოს ბანკის“ საოპერაციო რისკების მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო რისკების მართვის ოფიცრის თანამდებობაზე.


ძირითადი ფუნქციები:


  • საოპერაციო რისკის ინციდენტების აღრიცხვა და ანალიზი;
  • მონაცემთა ბაზების ანალიტიკური ანალიზი და რეპორტების გენერირება;
  • საოპერაციო ინციდენტების გამომწვევი პრობლემის მოკვლევა და ანალიზი;
  • რისკის მინიმიზაციის რეკომენდაციების შედგენა და პრეზენტაციების შემუშავება;
  • გამოვლენილი საოპერაციო რისკების შესახებ ანალიტიკური რეპორტების წარმოება;
  • ანგარიშგებების წარმოება;
  • საოპერაციო რისკის წყაროს გამოვლენა, აღრიცხვა და მართვა;
  • IT-პროექტების ინიცირება, ბიზნეს დასაბუთების წარმოდგენა და პროექტის იმპლემენტაცია, გამოვლენილი საოპერაციო რისკის დანაკარგების წყაროს ლოკალიზებისათვის;



სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


განათლება:


  • უმაღლესი განათლება ტექნიკური, ეკონომიკური, საბანკო ან იურიდიული მიმართულებით;


სამუშაო გამოცდილება:


  • სასურველია 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საფინანსო სექტორში აუდიტის, რისკების ან ანალიტიკის მიმართულებით;


სავალდებულო ცოდნა, უნარები:


  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, PowerPoint);
  • ძირითადი საბანკო პროდუქტებისა და ბიზნეს პროცესების მიმართ მაღალი ცნობადობა;
  • საბანკო რეგულაციების ცოდნა;  
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • შესრულების სიზუსტე და აკურატულობა;
  • პრინციპულობა და კრიტიკული აზროვნება;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი და ემოციური გაწონასწორებულობა;
  • დროის ეფექტური მართვის უნარი;
  • პროაქტიულად მოაზროვნე;
  • პრობლემის იდენტიფიკაციის, ანალიზისა და გადაწყვეტილების მოძიების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • მონაცემების დამუშვებისა და ანალიზის უნარი;
  • კონსტრუქციული მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა, ვერბალური კომუნიკაციის და გამართულად წერის უნარი;




დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 08/02/2020

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით