სს „საქართველოს ბანკის“ საცალო ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე 24-საათიან სერვისცენტრში ქ. თბილისი.

 

აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში, თქვენ:

  • მომხმარებლებს ხარისხიან, სწრაფ და კვალიფიციურ მომსახურებას გაუწევთ, მათი მოთხოვნების შესაბამისად;

  • მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად აწარმოებთ სხვადასხვა ოპერაციას, როგორებიცაა: ვალუტის გაცვლითი ოპერაციები, ნაღდი ფულის შემოსავლის/გასავლის/გადარიცხვის შესრულება, ფულადი გზავნილების გაგზავნა/მიღება; 

  • მომხმარებლებს შესაბამის კონსულტაციას გაუწევთ, შესთავაზებთ მათზე მორგებულ საბანკო პროდუქტებს და უზრუნველყოფთ გაყიდვების პროცესს;

 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კვალიფიკაცია:

განათლება: უმაღლესი (სასურველია ეკონომიკის, საბანკო სფეროს, ტექნიკური საგნების მიმართულებით).

სამუშაო გამოცდილება: სასურველია მომსახურების და/ან გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

ცოდნა და უნარები:

  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

  • მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის და ყურადღების გამოხატვა, სწორი გადამისამართება, შეცდომების გამოსწორება);

  • ენების ცოდნა: ქართული – თავისუფლად, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;

  • ეფექტური კომუნიკაციური უნარები: აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა;

  • გაყიდვების წარმოების ეფექტური უნარი;

  • შესრულების სისწრაფე, ყურადღება დეტალების მიმართ, ლოგიკური აზროვნება, ორგანიზებულობა, კარგი მეხსიერება.


ჩვენ გთავაზობთ:

  • დარიცხულ ხელფასს + ყოველთვიურ ბონუსს, გაყიდვების შედეგების შესაბამისად;

  • ტრენინგებს კარიერული განვითარებისთვის (ტრენინგების დაწყებიდანვე ფორმდება ხელშეკრულება და ინიშნება ანაზღაურება);

  • მოქნილ განრიგს: დღის, საღამოს და ღამის ცვლა.

  • კომფორტულ სამუშაო ადგილს: სტანდარტულ სერვის ცენტრში ან მეტროს სადგურებში მდებარე Express სერვის ცენტრში;

 

თუ გსურს, რომ დაიწყო და განავითარო შენი კარიერა საბანკო სფეროში, ჩვენ შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ შენი პოტენციალის რეალიზებას.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV, მიუთითეთ რეგიონი და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 10 აპრილი, 2024.

გამოაგზავნეთ განაცხადი

პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება სს საქართველოს ბანკის მიერ (ს/კ: 204378869) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა; პერსონალური მონაცემების ატვირთვა ხდება HireHive LTD-ის (ს/კ: 380350, ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში; სისტემის შესახებ დამატებით ინფორმაცია იხ. hirehive.com. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა ბანკს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: Careers@bog.ge საქართველოს ბანკი დასაქმებისას ეყრდნობა თანაბარი შესაძლებლობების პრინციპს და აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. ჩვენი მიზანია ვიყოთ ინკლუზიური ორგანიზაცია, სადაც მრავალფეროვნება დაფასებული და წახალისებულია. ბანკი მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის როგორიცაა: რასა; კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით