სს „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას IT ხარისხის მართვის ინჟინრის თანამდებობაზე.


ძირითადი მოვალეობები:


  • პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის კონტროლისთვის საჭირო ტესტ ქეისების შემუშავება;
  • ტესტირების პროცესის დაგეგმვა, შეფასება და კოორდინაცია;
  • Black box, white box ტესტირება;
  • ხარვეზების იდენტიფიცირება, დოკუმენტირება და შემდგომი მეთვალყურეობა მათ აღმოფხვრამდე;
  • ხარვეზების მოგვარების შემდეგ რეგრესიული ტესტირება;
  • ბანკის თანამშრომლებისთვის დეტალური სამომხმარებლო დოკუმენტაციის მომზადება.


მოთხოვნები:


განათლება:


ბაკალავრი/მაგისტრის ხარისხი ინფორმაციულ ტექნოლოგიებში ან სხვა ტექნიკური მიმართულებით;


სამუშაო გამოცდილება:


  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
  • პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება, მათ შორის საშუალო სირთულის და კომპლექსურ პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება.


სავალდებულო ცოდნა, უნარები:


  • ტესტირების მეთოდოლოგიების, ინსტრუმენტების და პროცესების კარგი ცოდნა;
  • ტესტირების დეტალური სცენარების წერის გამოცდილება;
  • White box და black box ტესტირების გამოცდილება;
  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა (როგორც ვერბალური, ასევე წერითი);
  • პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • ორგანიზებულობა, დეტალების მიმართ ყურადღება;
  • ახალი ტექნოლოგიების ათვისების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სასურველია SQL, Oracle PL/SQL, Zephyr-ის ცოდნა.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 14/12/2019

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით