სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას ქონების რეალიზაციის ოფიცრის თანამდებობაზე რეგიონებში: ბათუმი, ქუთაისი, თბილისი


ძირითადი მოვალეობები


  • ქონებასთან დაკავშირებული შეთავაზებისათვის საჭირო ინფორმაციისა და მასალის შეგროვება;
  • თითოეული აქტივისათვის შეთავაზების მომზადება;
  • პოტენციური მყიდველების განსაზღვრა და ინფორმაციის გასავრცელებლად ოპტიმალური არხების შერჩევა;
  • მოლაპარაკების წარმოება “საქართველოს ბანკის” კუთვნილი ქონების გაყიდვის საბოლოო პირობების შესახებ;
  • რეგიონის ბაზრის ძირითადი მონაწილეებისა და შემომავალი ზარებით დაფიქსირებული პოტენციური მყიდველების ბაზის მუდმივი განახლება;
  • ქონების რეკლამირებისათვის გამოყენებული არხების ეფექტურობის მონიტორინგი;
  • სარეკლამო კამპანიის მართვა.


 

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები


განათლება:  უმაღლესი.


სამუშაო გამოცდილება: მინ. 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში, სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე უძრავი ქონებისა და დეველოპერულ კომპანიებში.

 

სავალდებულო ცოდნა და უნარები


  • შესაბამისი რეგიონის უძრავი ქონების ბაზრის ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
  • საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე დამკვიდრებული პრაქტიკის, კანონმდებლობისა და ნორმატიული აქტების ცოდნა;
  • ენები: ქართული თავისუფლად, სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარი: აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა;
  • ეფექტური გაყიდვების წარმოების უნარი;
  • შესრულების სისწრაფე, ყურადღება დეტალების მიმართ, ლოგიკური აზროვნება, ორგანიზებულობა, კარგი მეხსიერება;
  • გუნდური მუშაობის უნარი.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 22 ოქტომბერი 2019.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით