სს ,,საქართველოს ბანკის“ საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს გაყიდვების კონსულტანტის ვაკანსიას, 4 საათიანი - ნახევარი სამუშაო გრაფიკით.

 

 

  • თუ ხარ სტუდენტი ან კურსდამთავრებული და ახლა იწყებ სამუშაო კარიერას;
  • საბანკო სექტორი შენთვის მიმზიდველი და საინტერესოა;
  • სურვილი გაქვს გაიუმჯობესო კომუნიკაციის, მომსახურების და გაყიდვების უნარ-ჩვევები;
  • გსურს გახდე ქვეყნის ლიდერი ბანკის გუნდის წევრი, დაიწყო და განავითარო შენი მომავალი კარიერა ამ სფეროში...

 

 

შენი ფუნქცია იქნება:

 

  • შეხვდე და გაესაუბრო სერვისცენტრში შემოსულ მომხმარებელს;
  • დაეხმარო გამოიყენოს ბანკის დისტანციური პროდუქტები და დაზოგოს თავისი დრო;
  • გააცნო ჩვენი ახალი პროდუქტები, მოუყვე მეტი არსებული პროდუქტების შესახებ, გააკეთო წარმატებული შეთავაზება და გაყიდო საბანკო მომსახურება;
  • წვლილი შეიტანო თვითმომსახურების დანერგვა-განვითარებისა და გაციფრულების (Digital) პროცესებში.

 

 

თუ შენ:

 

  • ხარ აქტიური;
  • გაქვს კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარი;
  • გიყვარს ახალი ადამიანების გაცნობა და მათთვის დახმარების გაწევა;
  • არ ერიდები შეკითხვების დასმას და სიამოვნებით პასუხობ, როდესაც გეკითხებიან.

 

 

სამუშაოს ადგილმდებარეობა:

 

საქართველოს ბანკის სტანდარტული სერვისცენტრი.

 

 

ჩვენ გთავაზობთ:

 

  • ანაზღაურებას გამომუშავებით, გაყიდული პროდუქტების/ოპერაციების გეგმის შესაბამისად;
  • 4 საათიან სამუშაო განაკვეთს: მონაცვლეობით, 09:30-19:00 პერიოდში;
  • 2 კვირიან თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგს, რომელიც დაგეხმარებათ პიროვნული უნარების და საბანკო პროდუქტების ცოდნის განვითარებაში;
  • 6-თვიანი წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობას ბანკში არსებულ სხვადასხვა პოზიციაზე;
  • პერსონალური უნარების განვითარების შესაძლებლობას;
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა.


იმისთვის რომ შეგექმნათ უკეთესი წარმოდგენა და მიიღოთ მეტი ინფორმაცია სამუშაო პროცესის შესახებ, გირჩევთ ეწვიოთ სტანდარტული ტიპის სერვისცენტრს.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 1 ოქტომბერი, 2019.



„განაცხადის გამოგზავნასთან“ ერთად, შესაძლებლობა გაქვს გამოგვიგზავნო ვიდეო რეზიუმე.


რაში მდგომარეობს ვიდეო რეზიუმეს გამოგზავნის უპირატესობა?


ვიდეო რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, თუ კი წარმატებით გაივლი პირველადი გადარჩევის ეტაპს, ჯგუფური გასაუბრების გარეშე, პირდაპირ გადახვალ ინდივიდუალური გასაუბრების ეტაპზე.

 

ვიდეო რეზიუმეს ინსტრუქცია:

·        ხანგრძლივობა 1-2 წუთი;

·        შენი სახელი და გვარი;

·        შენი განათლება და სამუშაო გამოცდილება (არსებობის შემთხვევაში)

·        რატომ გსურს კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობა?


ვიდეო რეზიუმე გამოგვიგზავნე https://wetransfer.com/ საშუალებით ელ. ფოსტაზე: videoCV@bog.ge, სათაურით "გაყიდვების კონსულტანტი (RB) - 4 საათიანი"



ვიდეო რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი აცხადებს თანხმობას, შემდეგზე:

·         ვიდეო რეზიუმეში დაცული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სს საქართველოს ბანკის მიერ (ს/კ: 204378869), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში.

·         პერსონალური ვიდეო რეზიუმეში დაცული მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან.

·          ვიდეო რეზიუმეს ატვირთვა ხდება WeTransfer-ის (Willem Fenengastraat 19, 1096BL, ნიდერლანდები, ამსტერდამი) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში;

·         შერჩეულ კანდიდატთა ვიდეო რეზიუმე შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, ხოლო სხვა კანდიდატთა ვიდეო რეზიუმეს წაშლა მოხდება მისი განხილვიდან არაუმეტეს მე-3 სამუშაო დღეს;

·         კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა ბანკს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: Careers@bog.ge.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით