სს. საქართველოს ბანკის SOLO მიმართულება აცხადებს ანგარიშგებისა და ანალიზის ოფიცრის ვაკანსიას.

 

ფუნქციები:                  

  • ანგარიშგებას აწარმოებს უშუალო მენეჯერთან, კომპანიაში დადგენილი წესების, სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად;

  • უზრუნველყოფს SOLO-ს მიმართულებით მენეჯერული/საოპერაციო რეპორტების წარმოებას;

  • უზრუნველყოფს Power BI-ში ავტომატურად განახლებადი რეპორტების აწყობას და რეპორტის აწყობასთან დაკავშირებული მოცნაცემების დამუშავებას;

  • რეპორტების შემუშავება/განახლებისთვის მუშაობს ბანკის ყველა შესაბამის ერთეულთან/დანაყოფთან

  • მონაწილეობს SOLO-ს მიმართულებით არსებულო სტრატეგიული პროექტების მომგებიანობის  ანალიზში.

  • ახდენს გაწეული საქმიანობის ანალიზს და რეპორტინგის დადგენილი წესის შესაბამისად;

  • მონაწილეობას იღებს მონაცემთა ბაზების განახლება/შექმნაში

 

განათლება:

სასურველია საბანკო საქმე, ფინანსები, ბიზნესი, ეკონომიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები. 

 

გამოცდილება:

სასურველია გამოცდილება მონაცემთა ბაზების დამუშავებაში, რეპორტინგში ან ანალიტიკაში.

 

კომპიუტერული პროგრამები:

  • MS Excel - ძალიან კარგად;

  • VBA - კარგად;

  • MS Power Point - კარგად;

  • MS Word - კარგად;

  • SQL - კარგად;

  • Power BI - ჩაითვლება უპირატესობად

 

კომპეტენციები – ცოდნა/უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნება;

  • კარგი პრეზენტაციის უნარი;

  • ეფექტური კომუნიკაციის, აზრის ნათლად გამოხატვის უნარი;

  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;

  • შედეგებზე ორიენტირებულობა;

  • ოპერატიულობა, მკაცრი deadline-ის დაცვის უნარი;

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

  • გუნდში მუშაობის უნარი;

 


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 4 ივლისი, 2023

გამოაგზავნეთ განაცხადი

პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება სს საქართველოს ბანკის მიერ (ს/კ: 204378869) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა; პერსონალური მონაცემების ატვირთვა ხდება HireHive LTD-ის (ს/კ: 380350, ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში; სისტემის შესახებ დამატებით ინფორმაცია იხ. hirehive.com. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა ბანკს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: Careers@bog.ge საქართველოს ბანკი დასაქმებისას ეყრდნობა თანაბარი შესაძლებლობების პრინციპს და აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. ჩვენი მიზანია ვიყოთ ინკლუზიური ორგანიზაცია, სადაც მრავალფეროვნება დაფასებული და წახალისებულია. ბანკი მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის როგორიცაა: რასა; კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით