სს „საქართველოს ბანკის“ საოპერაციო რისკების მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო რისკების შეფასების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.


ძირითადი ფუნქციები:


  • საოპერაციო რისკების იდენტიფიკაციისა და შეფასების მეთოდების დანერგვა სამსახურის შიგნით და მათი მუდმივი განახლება;
  • რისკის ინდიკატორების მეთოდოლოგიის დანერგვა და პროცესის მონიტორინგი;
  • საოპერაციო რისკების შეფასება და იდენტიფიკაცია ახალი ბიზნეს პროცესების, პროდუქტების, სისტემებისა და არსებული ბიზნეს პროცესების ცვლილებებისა და გაუქმებების პროექტების ფარგლებში;
  • საოპერაციო რისკის თვით-შეფასების პროექტების ინიცირება და წარმოება;
  • საოპერაციო რისკების სცენარული ანალიზის პროგრამის წარმოება;
  • საოპერაციო რისკის აპეტიტის ჩარჩოს მართვა და მონიტორინგი;
  • საოპერაციო რისკებისა და მასთან დაკავშირებული კონტროლის ფუნქციების დიზაინის ანალიზი და ნარჩენი რისკების გადაფასება;
  • დაქვემდებარებული პერსონალის მართვა, სამუშაოების დაგეგმვა კონტროლი
  • თანამშრომელთა განვითარება: ქოუჩინგი/მენტორინგი, შესრულების შეფასება



სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


განათლება:


უმაღლესი განათლება ტექნიკური, ეკონომიკური, საბანკო ან იურიდიული მიმართულებით;


სამუშაო გამოცდილება:


  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება საბანკო სფეროში რისკების, აუდიტის ან შიდა კონტროლის მიმართულებით;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

 


სავალდებულო ცოდნა, უნარები:


  • საერთაშორისო საბანკო რეგულაციების ცოდნა საოპერაციო რისკების მართვის მიმართულებით;
  • საბანკო რეგულაციების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი
  • პრინციპულობა და კრიტიკული აზროვნება;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი და ემოციური წონასწორობა;
  • პროაქტიულად მოაზროვნე;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • კონსტრუქციული მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • გამართულად წერის უნარი;

 


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 15/05/2019


გამოაგზავნეთ განაცხადი