სს ,,საქართველოს ბანკი“ შიდა აუდიტის დეპარტამენტი, შვილობილი კომპანიებისა და ინტეგრირებული აუდიტის სამსახური აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა მეცნიერის პოზიციაზე.


ძირითადი ფუნქციები:


·        რისკის ინდიკატორების შემუშავება;

·        პროგრამული გადაწყვეტის შემუშავება, რისი საშუალებითაც მოხდება რისკის ინდიკატორებისთვის საჭირო ინფორმაციის თავმოყრა;

·        პროგრამული გადაწყვეტის იმპლემენტაცია და გამართულად ფუნქციონირების მხარდაჭერა;

·        რისკის ინდიკატორებისთვის საჭირო ინფორმაციის სანდოობის პერიოდული გადამოწმება;

·        ანალიტიკოსის მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი;

·        ანალიტიკოსის მხარდაჭერა პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების პროცესში;

·        მოდელების რისკის მართვის შემოწმება, პროცესის შეფასება;

·        მოდელების ბექ-ტესტირება

·        თანამედროვე ტენდენციების/ინოვაციების აუდიტის პროცესებზე მორგება და დანერგვა (მაგ. Artificial Intelligence, Robotic Process Automation ა.შ)


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


განათლება: ბაკალავრის ხარისხი კომპიუტერული მეცნიერებების, მათემატიკის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით.


სამუშაო გამოცდილება: ანალიტიკური სამუშაოს შესრულების მინ. 1 წლიანი გამოცდილება.


ცოდნა, უნარები:


·        ენები: ინგლისური თავისუფლად, სასურველია რუსული ენის ცოდნა;

·        კომპიუტერული პროგრამები: MS Office – Excel;

·        Python ან სხვა პროგრამირების ენაზე მუშაობის გამოცდილება, ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების (OOP) პრინციპების ცოდნა;

·        რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება, სასურველია MySQL და Oracle;

·        MVC (Model-View-Controller) ვებ ფრეიმვორკებთან მუშაობის გამოცდილება;

·        ვერსიის კონტროლის სისტემებთან (VCS) მუშაობის გამოცდილება, სასურველია Git;

·        კომპლექსური მონაცემების მოპოვების და ანალიზის უნარი;

·        ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება;


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 1/10/2019.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით