სს „საქართველოს ბანკის“ ელექტრონული საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას UX/UI გამოცდილი დიზაინერის პოზიციაზე
სამუშაოს აღწერა
ჩვენ ვეძებთ გამოცდილ UI/UX Designer-ს, რომელიც მულტიდისციპლინურ გუნდთან (პროდუქტის ოუნერებთან, ანალიტიკოსებთან, დეველოპერებთან, სკრამ მასტერებთან, UX მკვლევარებთან და UX ქოფირაითერებთან) ერთად პროექტების მართვის მეთოდოლოგიის - ეჯაილის (Agile) გამოყენებით, იმუშავებს მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების მქონე პროდუქტების შექმნაზე.
ძირითადი ფუნქციები:
• Მომხმარებელზე ორიენტირებული გამოცდილების შექმნა პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის მანძილზე
• გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, საქართველოს ბანკის დიზაინის სტანდარტების და წარმატებული პრაკტიკების გათვალისწინებით
• პროდუქტის ანალიზი და მასზე მორგებული ინიციატივების გენერირება
• გუნდთან ერთად კვლევის საჭიროებების განსაზღვრა, კვლევის მიგნებების და მომხმარებლის უკუკავშირის ანალიზი და მის საფუძველზე პროდუქტის მუდმივი გაუმჯობესება
• High and low fidelity Wireframe-ების და პროტოტიპების მომზადება
• დიზაინ სისტემის ბიბლიოთეკის კომპონენტების და მათი გამოყენების წესების შემუშავება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• UX/UI დიზაინერად მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება;
• კომპლექსური Mobile და Web აპლიკაციების შემუშავების გამოცდილება
• Sketch, Figma, XD, After effect, Principle, Abstract, Zeplin და სხვა მსგავსი ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება
• სასურველია Front-End პროგრამირების ენის საბაზისო ცოდნა - HTML5, CSS3.
• Გუნდურობა და კომუნიკაბელურობა
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“.