ბიზნეს პროცესების ანალიტიკოს-დეველოპერი
საქართველოს ბანკში Agile გუნდისთვის ვეძებთ ბიზნეს პროცესების ანალიტიკოს-დეველოპერს.
თუ ხარ ენერგიული, შემოქმედებითი და გუნდზე ორიენტირებული, შეგიძლია გუნდთან ერთად იმუშაო რთული და ინოვაციური მიზნების მისაღწევად, მაშინ გთავაზობთ ბიზნეს პროცესების ანალიტიკოს-დეველოპერის როლს.
შენი სამუშაო გარემო:
შენ იმუშავებ სხვადასხვა კომპეტენციის მქონე გამოცდილ პროფესიონალებთან ერთად, რომელთა თვითორგანიზებული გუნდი საერთო მიზნების გარშემოა შეკრული. გუნდთან ერთად მოიფიქრებ მიზნების მიღწევის გეგმას და ერთად შეასრულებთ მისი განხორციელებისთვის საჭირო ამოცანებს.
შენ ჩაერთვები ღია და კოლაბორაციულ გარემოში, სადაც გუნდური მუშაობით ვაღწევთ წარმატებას და დაშვებული შეცდომები გარდაიქმნება ახალ შესაძლებლობებად.
შენი როლით გუნდში:
მონაწილეობას მიიღებ პროდუქტის შექმნის სრულ ციკლში: დიზაინის შემუშავება, კოდინგი, ხარვეზების აღმოფხვრა, დოკუმენტირება;
შექმნი და გააუმჯობესებ ბიზნეს პროცესებს და მრავალჯერადად გამოყენებად პროგრამულ კომპონენტებს;
ჩაერთვები პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის პროცესეში;
გუნდთან ერთად ჩაერთვები ბიზნეს ამოცანების ანალიზის და ტექნიკური იმპლემენტაციის გეგმის შემუშავებაში;
ანალიტიკოს-დეველოპერობისთვის გჭირდება:
მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება ბიზნეს პროცესების განვითარების მიმართლებით;
BPM თულების გამოყენებით ბიზნეს პროცესების შექმნის და განვითარების გამოცდილება;
მონაცემთა სტრუქტურების საფუძვლების ცოდნა;
SQL ტექნოლოგიის ცოდნა;
XML -თან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
SVN, Git პროგრამული კოდის მართვის ინსტრუმენტების ცოდნა;
ჩვენ გთავაზობთ:
პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ტრენინგებს ;
დისტანციურ სამუშაო დღეებს;
ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
კონკურენტულ საბაზო ხელფასს და შესრულების პრემიას ;
თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. გამოგზავნის ბოლო ვადა 22/11/2023.
ველით შენთან შეხვედრას ^_^