საქართველოს ბანკის დისტანციური სერვისის და გაყიდვების დეპარტამენტში (სატელეფონო ცენტრი) დისტანციური ბანკირის და დისტანციური გაყიდვების ბანკირის პოზიციებზე ვაკანსიებია.


რას ვსაქმიანობთ ჩვენ?


  • მომხმარებლებს სატელეფონო და დისტანციური საკომუნიკაციო არხებით უწყვეტ რეჟიმში ვემსახურებით;
  • ვთავაზობთ საბანკო პროდუქტებს და ვახორციელებთ საბანკო ოპერაციებს.


თუ კი შენ:


  • ხარ გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტირებული, გუნდური, სწრაფი, ორგანიზებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
  • გაქვს მომხმარებლების მომსახურების, გაყიდვების და კომუნიკაციის კარგად განვითარებული უნარები;
  • გაქვს მათემატიკური უნარები, ლოგიკური აზროვნება, კარგი მეხსიერება;
  • იცი კომპიუტერული საოფისე პროგრამები (MS Office, Outlook);


თუ გაინტერესებს:


  • საბანკო პროდუქტებისა და სერვისების შესწავლა;
  • ბანკის ყველა ძირითადი მიმართულების საქმიანობის გაცნობა;
  • დაწინაურებისა და განვითარების შესაძლებლობა;
  • მზარდი ანაზღაურება (შესრულებული სამუშაოს შედეგების მიხედვით).


ჩვენ გთავაზობთ:


დისტანციური ბანკირისა და დისტანციური გაყიდვების ბანკირის პოზიციებს შემდეგი ანაზღაურების სქემით და გრაფიკით:



ნახევარი განაკვეთი (კვირაში 20 საათი, სტუდენტებზე მორგებული გრაფიკით):

საწყისი ანაზღაურება 175-275 ლარი + ბონუსი 


სრული განაკვეთი:

საწყისი ანაზღაურება 350–550 ლარი + ბონუსი (მაქსიმალური ანაზღაურება დისტანციური ბანკირის პოზიციის უმაღლეს საფეხურზე : 1100 ლარი + ბონუსი) 


შერჩევის პროცესი:


  • ტესტირება მარტივ არითმეტიკასა და ლოგიკაში;
  • ჯგუფური გასაუბრება;
  • ინდივიდუალური გასაუბრება.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV, მიუთითეთ რეგიონი და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“.

გამოაგზავნეთ განაცხადი

პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება სს საქართველოს ბანკის მიერ (ს/კ: 204378869) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა; პერსონალური მონაცემების ატვირთვა ხდება HireHive LTD-ის (ს/კ: 380350, ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში; სისტემის შესახებ დამატებით ინფორმაცია იხ. hirehive.com. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა ბანკს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: Careers@bog.ge საქართველოს ბანკი დასაქმებისას ეყრდნობა თანაბარი შესაძლებლობების პრინციპს და აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. ჩვენი მიზანია ვიყოთ ინკლუზიური ორგანიზაცია, სადაც მრავალფეროვნება დაფასებული და წახალისებულია. ბანკი მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის როგორიცაა: რასა; კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით